ზურაბ გირჩი ჯაფარიძის უმცროს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე

მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ

ამჟამად ბევრად უკეთესადაა

სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო

კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ

31-ში უნდა მოვიგოთ

                                                                                                                                                                             - წერს ჯაფარიძე. 



კომენტარები