დღეს, საღამოს 22:00-დან "გირჩი" წინასაარჩევნო შეხვედრას "სახელოსნოს" ტერიტორიაზე გამართავს

დღეს, საღამოს 22:00-დან "გირჩი" წინასაარჩევნო შეხვედრას პარტიის ერთ-ერთ შტაბში - სახელოსნოში გამართავს. შეხვედრას პოლიტიკოსები და პარტიის მხარდამჭერები დაესწრებიან. 

დღეს, "გირჩი" ამომრჩეველთან შეხვედრას ბარ "სახელოსნოს" ტერიტორიაზე გამართავს. "სახელოსნო" 22:00 საათის შემდეგ დაიხურება და მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენთან კომუნიკაციის და პარტიის იდეოლოგიაზე საუბრის შესაძლებლობა ექნებათ.

ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო საარჩევნო კამპანიაში ჩარევის და ხელის შეშლის.

                                                                                                                                     - გვითხრა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გელოდებით ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ უკეთ გაიცნოთ ჩვენი პოლიტიკოსები და გაიგოთ რა არის "გირჩისთვის" ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი.

პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ნებისმიერი ქმედება აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. 

ივენთის ლინკი შეგიძლათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი" 10 სექტემბრიდან მოყოლებული წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის ღია თუ დახურული ტიპის ხალხმრავალ შეხვედრებში. 16 ოქტომბრამდე პარტია საკუთარ ამომრჩეველს უპრებლემოდ ხვდებოდა, პარასკევი საღამოდან მოყოლებული კი, შსს-ს და შრომის ინსპექციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შტაბებში შევარდნა დაიწყეს. 

                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები