სიახლეები

773 Views
პოლიტიკა

უფლისწულ გიორგის საცოლედ იმერეთის პრინცესა შეურჩიეს

"სამეფო კლუბი" საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ითხოვს. მათი შეხედულებით ანა ბაგრატიონსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის არსებული კონფლიქტის გამო გამოწვეული კრიზისის აღმოფხვრა მათი შვილის გამეფებით შეიძლება.

7 წლის უფლისწულის, გიორგი ბაგრატიონის მომავალი პირადი ცხოვრება უკვე დაგეგმილია - მონარქისტების გადაწყვეტილებით, საქართველოს გაერთიანებისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მიზნით, მან ცოლად იმერეთის პრინცესა უნდა შეირთოს.

სამეფო კლუბის წევრი, 24 წლის ირაკლი დათუკიშვილი მზად არის, მეფის აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს. დათუკიშვილმა ზუსტად იცის, როგორი უნდა იყოს თანამედროვე მეფე:

"პირველ რიგში, ვეფხისტყაოსანი უნდა ჰქონდეს წაკითხული, მიხეილ ჯავახიშვილი, ილია, ვაჟა, აკაკი. მეფე უნდა იყოს ასევე აუცილებლად მართლმადიდებელი და ზნეობრივად უნდა იდგეს მაღლა. მაგალითი მოვიყვანოთ, დავით აღმაშენებელი როგორ ცხოვრობდა, ბერივით ცხოვრობდა. არ არის აუცილებელი, მაგრამ მიახლოებულად მაინც რომ იყოს მისი მსგავსი".

კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, პრეზიდენტის ნაცვლად გვეყოლება მეფე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად კი - სამეფო კანცელარია - ასეთია მოდელი, რომელსაც სამეფო კლუბი საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებს სთავაზობს.  

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები