ზურაბ ჯაფარიძე: ჩვენ კონკურენტები ვართ და ერთმანეთის კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გიგი უგულავას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, როდესაც მიხეილ საკაშვილი გამოვიდა და განაცხადა, რომ ის მარტო აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს პარტიუკები ეძახა, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს გამოსვლა გააკრიტიკა. რაც შემდგომში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიაზე თავდასხმად შეაფასა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ჩაშალა თუ არა ოპოზიციური ერთობა მიხეილ სააკაშვილმა, "გირჩის" ლიდერმა უპასუხა, რომ ერთიანი ოპოზიცია, როგორც ასეთი არც არსებობდა. მისივე თქმით, არსებობს ერთი კოალიცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" გარშემოა, ხოლო დანარჩენი ოპოზიციური პარტიები მათ შორის, "გირჩიც" დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. 

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ოპოზიციას საერთო ინტერესები ჰქონდა, როდესაც ხელისუფლებისგან პროპორციულ არჩევნებს მოითხოვდა. ასევე, როდესაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საერთო მაჟორიტარებზე.

როგორც იცით, "გირჩის" ინიციატივით სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმება მოახერხეს, სხვადასხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებზე. გაფორმებული შეთანხმებები სასამართლო სისტემის ცვლილებას, მართლმსაჯულების სისტემის ცვლილებას და ეკონომიკისა და განათლების საკითხებს ეხება.  რაც წარმოაჩენს კონკრეტულ ხედვას თუ, როგორი ქვეყანა წარმოუდგენია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

 მემორანდუმი სასამართლო სისტემის ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეთანხმება მართლმსაჯულების სისტემის ცვლილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ვრცლად რაზე შეთანხმდა ოპოზიცია განათლებისა და ეკონომიკის საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

ამ ყველაფრის მიღმა ჩვენ, კონკურენტები ვართ და ერთმანეთის კრიტიკა ჩვეულებრივი ამბავია თუ რაიმე არ მოგვწონს. საქართველოში პირველად ჩვენ გვაქვს, არჩევნების თითქმის პროპორციული სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ოპოზიციას ორი მიზანია გააჩნია. პირველი ხელისუფლების ცვლილებაა და მეორე ამომრჩეველს უნდა დავანახოთ პარტიებს შორის განსხვავებები. 

                                                                                                                                                                    - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ერთობის დაშლაში დაადანაშაულა და დღევანდელი პოლიტიკური ვითარება "სამეფო კარის თამაშებს" ხოლო, მიხეილ სააკაშვილი სერსეი ლანისტერს შეადარა.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები