ჯაფარა: ჩვეულებრივი ფაშისტები ვართ

როგორც კი სადღაც, თბილისის რომელიღაც ქუჩაზე ოდნავ გაიზრდება ოდნავ მუქი კანის მქონე ადამიანების რაოდენობა, ქვეყანაში ეგრევე პანიკა ტყდება , რომ წაგვლეკეს ირანელებმა, ინდუსებმა და ა.შ. მერე დგება პოლიტიკური პრობლემა და ხელისუფლებას არ უნდა პოლიტიკური პრობლემების არსებობა.

უცხოელებისთვის უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად მოთხოვნები კიდევ გამკაცრდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, ფაშისტები ვართ, რადგან სინამდვილეში ეს დამოკიდებულება მხოლოდ სხვა რასის ადამიანების მიმართ აქვთ საქართველოში და ევროპელებზე პრეტენზიებს არავინ გამოთქვამს.

რაც მეტი ადამიანი ტრიალებს ქვეყანაში, მით უფრო მომგებიანია ეს ყველა ჩვენგანისთვის, მით უფრო სწრაფად ვმდიდრდებით ყველანი, გარდა იმისა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება მორალურადაც გამართლებულია.

თუ ამ პროცესს ხელს უშლი, იდიოტი ხარ, ფეხში ისვრი ტყვიას, ასეთი ქცევის მილიონი გამოვლინება შეიძლება გავიხსენოთ და კი, ფეხში ვისვრით ტყვიას, იმიტომ, რომ ფაშისტები ვართ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მყოფებს ან ასეთი წარმოდგენები აქვთ სამყაროზე ან უბრალოდ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურად მომგებიანი ამბავია. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, თუკი ოდესმე ამ ტერიტორიაზე რომელიმე მეფეს წარმატება ჰქონია, იმით იყო ეს მიღწეული, რომ ქვეყანა იყო ღია და აქ გადიოდა მთელი სავაჭრო გზები.



კომენტარები