10 ივნ 2019
34 Views
განათლება

გირჩის სკოლის მასწავლებლების გასაუბრება ლაივში გავა

გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ვახო მეგრელიშვილმა ისაუბრა, როგორ გაგრძელდება მასწავლებლების შერჩევის შემდეგი ეტაპი და რატომ გავა გასაუბრებები ლაივში.

„გასაუბრების პროცესში დავინახეთ, რომ მასწავლებლების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გირჩის სკოლაში ინტერვიუზე მოსვლა ჩვეულებრივ ვაკანსიად აღიქვა, ანუ ფიქრობდნენ, რომ ერთ მორიგ, სისტემაში ჩართულ სკოლაში სამუშაოდ მოდიოდნენ, რაც პრობლემად მიგვაჩნია. სინამდვილეში, ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც ჩვენს შვილებს მივაბარებთ აღსაზრდელად“.

გირჩი უახლოეს დღეებში გეგმავს ისეთი პროდუქტის შექმნას, რომელშიც კიდევ ერთხელ იქნება ახსნილი, როგორ ადამიანებს ვეძებთ. მასწავლებლებთან ინტერვიუების შემდეგი ეტაპი გავა ლაივში გირჩის ფეისბუქის გვერდზე.

მასწავლებლებს უნდა ესმოდეთ, რომ მოდიან გასაუბრებაზე ადამიანებთან, ვისთვისაც ერთადერთი პრიორიტეტი იქნება „ვის მიაბარებენ საკუთარ შვილებს“.



კომენტარები