სიახლეები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ

"გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ენაზე მარტო გინება მადგება.

მო****ანთ მართლმსაჯულების რეფორმის ყველა ტალღა, რომელიც იმით მთავრდება რომ ასეთ ადამიანს უშვებს ციხეში.

31 ოქტომბერს ტრაკი აწიეთ ყველამ და ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა, გარდა იმ ნაძირლებისა, რომლებიც ასეთ ადამიანს წირავენ, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ.

სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, სულ რომ ერთმანეთი დაჭამონ ფულისთვის, ადგილებისთვის და ძალაუფლებისთვის, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს დედააფეთქებული საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ".

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილს და კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები