სიახლეები

შეხვედრა ზურაბ ჯაფარიძესთან მუშტაიდის პარკის ნაცვლად, დინამოს წინ გაიმართება

როგორც იცით, დღეს 19:00 საათიდან “გირჩის” ლიდერს და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეხვედრა მუშტაიდის პარკში ჰქონდა დაგეგმილი.

პარკის ადმინისტრაციამ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე მერიის ნებართვა მოითხოვა, სადაც ეწერებოდა, რომ მსგავსი ღონისძიებით არანაირი კანონი არ ირღვეოდა. რის შემდეგაც, 7 ოქტომბერს ჯაფარიძემ თბილისის მერიას მიმართა. მუნიციპალიტეტის საპასუხო წერილში ნათქვამი იყო, რომ მუშტაიდოს პარკის ტერიტორია იჯარით იყო გადაცემული კერძო კომპანიაზე შესაბამისად, ნებართვის გაცემა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად პარკის ადმინისტრაციამ საფეხბურთო მატჩის საყურებლად განკუთვნილი ეკრანის შეტანაზე უარი განაცხადა. "გირჩმა" პარკის ადმინისტრაციას ტერიტორიის ქირაობა და მთლიანი პასუხისმგებლობის აღება შესთავაზა რაზეც ასევე უარი მიიღო.

რეალურად ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რატომაც ეს ადამიანი უარს ამბობს. პირველი მიზეზი შეიძლება შიში იყოს, ხოლო მეორე ვიღაც ეუბნება, რომ არ შეგვიშვას.

                                                                                                                                                                          - ამბობს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ღონისძიება მაინც გაიმართება შეცვლილი ლოკაციით ამჯერად, დინამოს სტადიონის წინ.

ასე რომ ყველას ვისაც ჯაფარიძესთან საუბარი, ან უბრალოდ ფეხბურთის ყურება გინდათ, გელოდებით დღეს, 19:00 საათიდან დინამოს სტადიონის შესასვლელთან. 

ივენთის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები