8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩეველს მუშტაიდის პარკში შეხვდება

8 ოქტომბერს "გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს.

ასევე როგორც იცით, ხვალ, 20:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე (დინამო არენა) საქართველო-ბელორუსიის მატჩი გაიმართება. რადგან სახელმწიფომ გულშემატკივრებს სტადიონზე დასწრება აუკრძალა, ღონისძიებაზე დიდი ეკრანი იქნება განთავსებული და ადამიანები სურვილისამებრ შეძლებენ თვალი მიადევნონ საფეხბურთო მატჩის მიმდინარებას.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ღონისძიების ჩატარების ნებართვისთვის თბილისის მერიას მიმართა.

თბილისის მერიამ დღეს წერილობითი პასუხი დაგვიბრუნა, სადაც ნათქვამია: "გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ტერიტორია გაცემულია საიჯარო ხელშეკრულებით კერძო კომპანიაზე. შესაბამისად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის ღონისძიებების გამართვას არ ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში მოკლებულია შესაძლებლობას მუშტაიდის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე გასცეს რაიმე ტიპის ნებართვა".

ასე რომ ყველას ვისაც ჯაფარიძესთან საუბარი, ან უბრალოდ ფეხბურთის ყურება გინდათ, გელოდებით ხვალ 19:00 საათიდან მუშტაიდის პარკში.

ივენთის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები