სიახლეები

თავისუფალი თამაში

ძველი აღთქმის თანახმად, როგორც კი ადამიანს აზროვნება და საკუთარი მორალი გაუჩნდა, ღმერთმა მას მაშინვე მისცა თავისუფლება, რადგანაც ადამიანი მის თანასწორ, საკუთარი მორალის მქონე არსებად მიიჩნია, დღეს კი სახელმწიფო და ღმერთის სახელით მოსაუბრე ინსტიტუტები, კადრულობენ იმას, რაც ღმერთმაც კი არ იკადრა, და ადამიანს თავისუფლებას ართმევენ, ცხოვრებას ურეგულირებენ.

არც ადამიანს, არც სისტემას და არც ინსტიტუტს აქვს უფლება წაგვართვას ის, რაც პირველი რეგულაციის დარღვევით მოვიპოვეთ! არც ერთ ადამიანს აქვს უფლება, წაგვართვას ის, რაც ღმერთმა მოგვანიჭა! არავის აქვს უფლება წაგვართვას თავისუფლება!

კომენტარები