სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ "მთავარი არხის" ეთერში "IPSOS"-ის მიერ ჩატარებული კვლევა შეაფასა. 

ჯაფარიძის თქმით, პარტიის რეიტინგი იზრდება და ამას ყველა ხედავს. მისივე თქმით, ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტს, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას სწორედ წარმართავს, ხელისუფლება შეიცვლება. 

ხელისუფლების ცვლილების გარეშე, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჩვენ გველის სრული ეკონომიკური კოლაფსი იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში დარჩება. 

                                                                                                                                                                      - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კომპანია "IPSOS" – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგებიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს - "გირჩს" 1.8% მისცემდა ხმას. ამა წლის თებერვალში იგივე კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, "გირჩს" ამომრჩეველთა 3% უჭერდა მხარს. 

                                                                                                                                                                            ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები