ზურაბ ჯაფარიძე: მანამ სანამ ქვეყანაში მსგავსი მმართველობის ფორმა გვაქვს, არცერთი უცხოელი ინვესტორი აქ ბიზნესის კეთებას არ დაიწყებს

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ ფორმულას" ეთერში "ქართული ოცნების" გუშინდელი წარდგენა შეაფასა. 

მისი თქმით, ცარიელი დაპირებების მოსმენას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, ამიტომ მან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას მოუსმინა. "გირჩის" ლიდერს აინტერესებდა, თუ როგორ აფასებდა და რას ფიქრობდა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე.

წარდგენისას საკმაოდ დიდი დრო დაეთმო საუბარს იმის შესახებ, თუ როგორი ქვეყანა დახვდათ მათ "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ.  ჯაფარიძე განაცხადა, რომ ბოლო 8 წლის მანძილზეც არაფერი შეცვლილა. 

შემდეგი ნაწილი დღევანდელი მდგომარეობის შეფასებას დაეთმო. "გირჩის" ლიდერის თქმით, ეს სრულიად უტიფარი განცხადებები იყო იმის შესახებ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანის წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთა.  მისივე აზრით, ერთადერთი, რაც ივანიშვილმა აღიარა იყო ის, რომ დღეს მთავარი პრობლემა სიღარიბეა. "ეს პრობლემა შევადნაძის, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროს ერთნაირად იდგა". 

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქ მთავარი პრობლემა ისაა, თუ რას აკეთებს ქვეყნის სიღარიბიდან ამოსაყვანად ის ხელისუფლება, რომელიც ორი ვადითაა არჩეული. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური არასტაბილურობა ყოფილიყო.

დღეს ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც არავინ იცის უახლოეს მომავალში, როგორი თამაშის წესები იქნება. ბიზნესის კეთების ნებისმიერ მსურველს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან უწევს, არაფორმალური ურთიერთობის დაჭერა, რაზეც არცერთი მსხვილი უცხოური კომპანია არ წავა. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ინვეტორებს საქართველოში ფულის დაბანდება არ სურთ და მანამ სანამ ქვეყანაში მსგავსი მმართველობის ფორმა გვაქვს, არცერთი უცხოელი ინვესტორი აქ ბიზნესის კეთებას არ დაიწყებს. 

                                                                                                                                                         - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.  

რაც შეეხება "ქართული ოცნების" პარტიულ სიას, ჯაფარიძე ამბობს, ახალი სახეები ყოფნას არანაირი შინაარსი არ გააჩნია. მისივე თქმით, ყველა ეს ახალი სახე ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში განწირულია იმისთვის, რომ ეს ადამიანები, სამწუხაროდ, ნელნელა ახალ თალაკვაძეებად, მათიკაშვილებად და კილაძეებად იქცევიან.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები