სიახლეები

ჩელე: ფოთი მიტოვებული ქალაქია და მასში პოზიტიური ცვლილებები ძალიან დიდი ხანია არ განხორციელებულა

ბორის ყურუამ მონაწილეობა მიიღო ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატების დებატებში "ტვ ფორმულას" ეთერში.

ჩელემ ფოთის ბრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფოთის მერიის წარმომადგენლები თავიანთი ჯიბეების გასქელების გარდა, ბიუჯეტის გაზრდას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მეშვეობით ცდილობენ. მისივე თქმით, ეს სწორედ ის ორგანოა, რომელიც უკვე წლებია არაფერს აკეთებს. ყურუა აღნიშნავს, რომ ფოთში ჩასვლის შემთხვევაში, უამრავი გაჩერებული პროექტის ნახვაა შესაძლებელი.

მსგავსი პროექტების რიცხვში ფოთისა და ანაკლიის პორტიც შედის. ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ ამ პროექტს განსახორციელებლად ინვესტორები სჭირდება. დღევანდელი მმართველობის პირობებში კი, ინვესტორები რომც შემოვიდნენ, გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოების არარსებობის შემთხვევაშიც.  ისინი ისეთ ადამიანებს ვერ იპოვიან, ვინც მათ რაიმე კითხვაზე პასუხს გასცემს.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული პრობლემებისა და სიღარიბის დაძლევა მხოლოდ სისტემის დეცენტრალიზებით შეიძლება მოხდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფოთი ბიუჯეტურ დაფინანსებას აღარ უნდა იყოს მიბმული. ჩელეს აზრით, სწორედ ოპოზიციის საერთო შეთანხმების პუნქტების შესრულებაა გარანტია იმისა, რომ დამოუკიდებელი თვითმმართველობის ორგანოები შესაძლებელია არსებობდეს.  

"გირჩის" წევრი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ მოსახლეობაში ერთგვარი ნიჰილისტური დამოკიდებულება არსებობს, რადგან ადამიანები თვლიან, რომ არსებულ მდგომარეობას არავინ შეცვლის.   

ფოთი მიტოვებული ქალაქია და მასში პოზიტიური ცვლილებები ძალიან დიდი ხანია არ განხორციელებულა. ქალაქის განვითარებეში წვლილი ბოლოს ნიკო ნიკოლაძემ შეიტანა. რომელიც სწორი მოდელით მოქმედებდა და ფულს ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის ორგანოებს უტოვებდა. 

                                                                                                                                                                           - განაცხადა ჩელემ. 

ბორის ყურუას ფეისბუქ გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები