ზურაბ ჯაფარიძე:  სააკაშვილს ტყუილად ჰგონია, რომ ახლა ისეთი რეალობაა თითქოს ხალხს ბიძინა უფრო ეზიზღება ვიდრე მიშასი ეშინია

"გირჩის" ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სააკაშვილს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნება სურს. რაც პრინციპულად აცდენილია ქართული საზოგადოების მოთხოვნისაგან, რომელიც თვეების განმავლობაში რუსთაველზე, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით იდგა. 

მისივე თქმით, ოპოზიციის შიგნით არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარია საჭირო. "ახლა მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნის არის სწორედ, ერთპიროვნული მმართველობა რის გამოც ამ ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს".

რეალური პრობლემააა ის, რაზეც არავინ საუბრობს. სინამდვილეში სააკაშვილი ის პოლიტიკური არსებაა, რომელსაც ძალაუფლება სწყურია და მისი მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვის. 

                                                                                                                                                               - ამბობს ჯაფარიძე.

პოლიტიკოსის თქმით, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე მოლაპარაკებაც, სწორედ  "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ვანო მერაბიშვილმა ჩაშალეს. რასაც "გირჩის" ლიდერის აზრით, 2 მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთის მხრივ მათ ჰგონიათ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში ოპოზიციას მოუწევს მხარი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭიროს. მეორეს მხრივ, ექს-პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მისი პარტია არჩევნებზე "ქართულ ოცნებაზე" მეტ ხმას აიღებს, რის შემდეგაც ადამიანებს გადმოიბირებენ და ისევ უმრავლესობას შექმნიან, რაც ჯაფარიძის თქმით არ გამოუვათ. 

 სააკაშვილს ტყუილად ჰგონია ახლა ისეთი რეალობაა, რომ ხალხს ბიძინა უფრო ეზიზღება ვიდრე მიშასი ეშინია. არ არის ეგ რეალობა და არც უნდა დავუშვათ, რომ ეგ რეალობა დადგეს. 

                                                                                                                                                          - განაცხადა პოლიტიკოსმა. 

ის ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჯაფარიძე თავს ესხმის სააკაშვილს. ზურას თქმით, სწორედ სააკაშვილა მიაყენა "გირჩს" შეურაცხყოფა, როდესაც "პარტუკებად" მოიხსენია.

"გირჩის" ლიდერის განცხადებით, საქართველოს ექს პრეზიდენტის განცხადებაში მან საკუთარი თანაგუნდელების მიმართაც უპატივცემულობა გამოიჩინა.  რადგან როგორც იცით, "ნაციონალური მოძრაობა" იმ პარტიებიდან ერთ-ერთია, რომელმაც 16 სექტემბერს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამ შეთანხმების ყველა პუნქტი მიმართულია ერთპიროვნული (კლანური) მმართველობის დასრულებისკენ, რაც იდეაშივე ეწინააღმდეგება სააკაშვილის განცხადებას. რაზე შეთანხმდა ოპოზიცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები