სიახლეები

ნიკა მოსიაშვილი ქრისტიანობასა და თავისუფლებაზე

მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, როგორც პოლიტიკოსს ადამიანებთან საუბრისას მიწევს ქრისტიანულ მორალზე საუბარი.

მაშინ როცა ამას ვინც ჩემულობს, ანტიქრისტიანულს ნერგავს საზოგადოებაში.

აღმოჩნდა, რომ ჩვენგან უფრო ესმით და სურთ მოისმინონ ქრისტიანობის შესახებ, ვიდრე მათგან, იდეაში ვინც უნდა ესაუბრებოდეს ამ ხალხს.

აღმოჩნდა, რომ ქრისტიანობაზე არ ესაუბრებიან.

აღმოჩნდა, რომ ეს სფერო აუთვისებელია ჩვენს საზოგადოებაში.

და იმ სასულიერო პირების გასაგონად მინდა ვთქვა: ხელს კი არ უნდა გვიშლიდეთ, პირიქით - ხელს უნდა გვიწყობდეთ. რადგან (იდეაში) თქვენი საქმის კეთებაში გეხმარებით. და თქვენ რომ ქრისტე გესწავლებინათ, გეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, დღეს უკეთესი საზოგადოება ვიქნებოდით, ჩემი და ჩემნაირი პოლიტიკოსები უფრო მარტივად შეძლებდნენ ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანას.

რადგან ქრისტემ შეცვალა სამყაროს ხედვა - ადამიანი გახდა სამყაროს ცენტრი. ადამიანი შეიყვარა ყველაზე მეტად, ყოვლის შემოქმედმა.

ადამიანი არ არის მონა. მას აქვს თავისუფლება.

და რაც ღმერთმა უბოძა იმას კაცი რატომ ეცილები თუ უზრდელი არ ხარ?

დიახ, თავისუფლებას თან სდევს საცდური და შეცდომა და რადგან თავისუფლება ავტომატურად გტვირთავს პასუხისმგებლობითაც, უნდა იყო მხნე და იკისრო ის.

ედემის ბაღში ღმერთმა თავისუფლება მიანიჭა ადამიანს.

ედემის ბაღში, ღმერთმა არჩევანის თავისუფლება მისცა ადამიანს.

ედემის ბაღში ღმერთმა საცდური გააჩინა ადამიანისათვის, აკრძალული ხის სახით.

ედემის ბაღში ღმერთმა ადამიანს მისცა უფლება გაეკეთებინა ის, რაც მისთვის შეიძლებოდა კარგი არ ყოფილიყო.

ედემის ბაღში ადამიანმა თავისუფალი ნება გამოიყენა და შეჭამა აკრძალული ხილი.

ედემა ბაღში ადამიანმა ისეთი რამ დააშავა რომ გამოაგდო ღმერთმა ადამიანი და საუკუნო ტანჯვისთვის გაიმეტა იგი. ისიც და მთელი მისი მოდგმა. ანუ ჩვენ.

კითხვა მაქვს:
გწამთ რომ ღმერთი ბოროტია?
ბოროტი ღმერთის გწამთ?

მაშ თუ ღმერთი ბოროტი არ არის და მაინც ასეთი დიდი შეცდომისთვის გაიმეტა ადამიანი და მთელი კაცობრიობა თავისუფალი არჩევანის გამო, წარმოგიდგენიათ როგორი მნიშვნელოვანია თავისუფლება? წარმოგიდგენიათ იმ ღმერთს რომლსაც ასე უყვარს ადამიანი რისთვის "გაწირა" ასე?

დიახ. თავისუფლებისთვის.

როგორ ფიქრობთ თუ ღმერთი სიყვარულია (და ასეცაა) არ შეეძლო ადამიანის გადარჩენა?

არ შეეძლო ისე შეექმნა ადამიანი რომ შეცდომა არ დაეშვა ამ უკანასკნელს?

არ შეეძლო ედემის ბაღში ცდუნება არ შეექმნა აკრძალული ხის სახით?

ასეთი უსუსური გგონიათ ღმერთი?

ცხადია შეეძლო.

მაგრამ ასე რომ გაეკეთებინა, ღმერთი თავისუფალ ადამიანს კი არა მონას შექმნიდა.

შექმნიდა მონას, რომელსაც არ ექნებოდა თავისუფლება.

და თქვენ? თქვენ უფრო გიყვართ ადამიანები ვიდრე ღმერთს?

რატომ ართმევთ ადამიანებს თავისუფლებას ძალისმიერად?

თქვენი გარჯა მონების სურვილ იქადის.

მოეშვით "დიდ ინკვიზიტორობას" - ღმერთზე მეტად ვერ გეყვარებათ ადამიანი და ვერც იმაზე შემძლე და ჭკვიამენი ხართ რომ სხვაგარად გააკეთოთ რამე.

ნუ უშლით ღმერთს ხელს მიზნის მიღწევაში. ეს სამყარო თავისუფლებისთვის გაჩნდა. ეს სამყარო თავისუფლების გამო გაჩნდა.
და დიდი პატივია თავისუფალი ადამიანების ღმერთობა ვიდრე მონების მწყემსობა. ნუ ეცილებით ღმერთს ამ პატივში.

თავისუფლებაა ის რაც ადამიანს ზრდის, შეცდომებზე ასწავლის, წრთვნის და აზროვნებას უყალიბებს.

თავისუფალ საზოგადოებაში უფრო მეტად ქრისტიანებიბარიან ადამიანები.

თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანები იმიტომ კი არ "სცოდავენ" რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ ამ შემძლეობაზე გაიმარჯვეს.

კაცი მაშინ ხარ როცა შეგიძლია სხვას ავნო და არ ვნებ და არა მაშინ როცა არ შეგიძლია.

გააზრებულად არამოძალადე ადამიანია დასაფესებელი და არა ის რომელიც მოძალადეა და ხელ-ფეხი აქვს შეკრული.

ქრისტეს ეკლესია უცვალებელი და უცდომელი და სამარადჟამოა. ის თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაა.

                                                                                                                                                                        ავტორი: ნიკა მოსიაშვილი

კომენტარები