იაგო ხვიჩია: ეს კვლევები "გირჩის" სტაბილურობას აჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ამომრჩეველი გვყავს, რომლის იმედიც შეგვიძლია არჩევნებზე გვქონდეს

როგორც ცნობილია დღეს, IRI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები დაიდო. კვლევის თანახმად არჩევნები, რომ კვირას ყოფილიყო"გირჩს" ხმას მოსახლეობის 2% მისცემდა. 

ჩვენ დავუკავშირდით "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატს იაგო ხვიჩიას და ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ამ კვლევის შესახებ.

ისევე როგორც სხვა დროს, ახლაც ეს კვლევები ადამიანთა განწყობების ტენდენციებს აჩვენებს. მაგალითად იმას, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ეს ქვეყანა, როგორც ვითარდება. ხელისუფლების რეიტინგი, რომელიც გაზაფხულზე კორონა ისტერიის დროს აწეული იყო, ნელ-ნელა თავის კალაპოტში დგება და ხელისუფლება ასე შეძენილ მხარდამჭერებს კარგავს . 

ამ კვლევამ ოპოზიციის ნაკლოვანებბაც აჩვენა, რომ ვერცერთი პარტია ცალკე აღებული ხელისუფლებას ვერ დააამარცხებს, ასევე ადამიანების ნდობა ოპოზიციის მიმართ სწრაფად არ იზრდება. რაც იმის ბრალია, რომ  ოპოზიციამ ხალხისთვის გასაგებ ენაზე ვერ ჩამოაყალიბა, თუ როგორი საქართველო იქნება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს.

ეს კვლევები, "გირჩის" სტაბილურობას აჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ მუდმივი ამომრჩეველი გვყავს, რომლის იმედიც შეგვიძლია არჩევნებზე გვქონდეს. 

                                                                                                                                                             - გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები