სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილი: რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "გირჩის" რეიტინგი ნელ-ნელა, თუმცა მაინც იზრდება

როგორც ცნობილია დღეს, IRI-ის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევის შედეგები დაიდო. კვლევის თანახმად არჩევნები, რომ კვირას ყოფილიყო"გირჩს" ხმას მოსახლეობის 2% მისცემდა. 

ჩვენ დავუკავშირდით "გირჩის" პოლიტიკოსს და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ალექსანდრე რაქვიაშვილს და ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ამ კვლევის შესახებ.

ეს კვლევა ჩატარდა აგვისტოში, ამიტომ აქ არ ჩანს ის ნეგატიური ეფექტი, რომელიც კორონასთან ბრძოლას მოჰყვა. არ მგონია, რომ ეს კვლევა შეიძლება აღვიქვათ სერიოზულად იმ კუთხით, რომ ის შესაბამისობაშია დღევანდელ რეალობასთან. . ამავდროულად ეს შედეგი, რომ აისახოს არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მთავრობაში ისევ უმრავლესობა ექნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც კვლევები სექტემბრის ბოლოსკენ ჩატარდება, იქ სიტუაცია შეიცვლება და ოპოზიციას უფრო მაღალი რეიტინგი ექნება.

რაც შეეხება, კონკრეტულად "გირჩის" რეიტინგს, კვლევის პერიოდში ის დაახლოებით ამ დიაპაზონში იყო. შემდეგ ჩვენ ვნახეთ რამდენიმე კვლევის შედეგი, სადაც ჩვენ 3%-მდე გვაქვს.  თუმცა, აქ კონკრეტულ ციფრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ამომრჩევლის დიდ ნაწილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "გირჩის" რეიტინგი ნელ-ნელა, თუმცა მაინც იზრდება.  ჩვენი რესურსების მქონე პარტიისთვის და იდეების სპეციფიკიდან გამომდინარე ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგია. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იგივე ტენდენციას საბოლოო ჯამში, წარმატებულად ჩავატარებთ არჩევნებს.

                                                                                                                                                                - გვითხრა სანდრომ. 

შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით "გირჩს" მხარს ამომრჩევლის 3% უჭერს. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები