სიახლეები

172 Views
ეკონომიკა

ციკლიდან: საპენსიო რეფორმის დეფექტები

"ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას, მეტროს ჭერს რომ გაარემონტებს, ეს ჭერი ერთ თვეში თავზე ენგრევა  და მსგავსი მარტივი პროექტების მართვა არ შეუძლია, როგორ შეიძლება ამბიცია ჰქონდეს ასეთი მასშტაბური პროექტის მართვაზე. თან ხალხს აჯერებდეს, ამას წარმატებით გავართმევთ თავსო", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში "გირჩის აზრით", საპენსიო რეფორმისა და პროექტის ნაკლოვანებებზე საუბრისას. 

ჯაფარიძის თქმით, ამ ტიპის საპენსიო ფონდები ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრობლემატურია და მათი დაუფინანსებელი ვალდებულებების (Unfunded Liabilities.) რაოდენობა ტრილიონებს აღწევს:

"ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყნების (ევროპაში და მათ შორის ამერიკაც), ჯამური დაუფინანსებელი ვალდებულებები ანუ ის ფული, რომელიც ზუსტად იციან, რომ ახლა ფონდში არ არის და უკან ვერ დააბრუნებენ, იყო დაახლოებით 80 ტრილიონი, მხოლოდ ამერიკაში 4 თუ 5 ტრილიონი. 

 საუბარი იმაზე, რომ რადგან განვითარებულ ქვეყნებში არის ასეთი ფონდები და ჩვენც უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ თვალში ნაცრის შეყრაა იმ ხალხისთვის, რომელსაც ეს არ ესმის.

2019 წლის იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იყო 40 წლამდე ასაკის პირებისთვის - დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი არ ჰქონდათ შესრულებული. ხოლო დასაქმებულებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდათ 40 წელი, ან იყვნენ 40 წელზე მეტის, სისტემის დატოვების შესაძლებლობა ჰქონდათ  2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისამდე.

გირჩი ურჩევდა მოქალაქეებს დაეტოვებინათ საპენსიო ფონდი, მისი არასტაბილურობის გამო, რაზეც არაერთხელ უსაუბრიათ.

კომენტარები