სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლება მოსახლეობის ხელახლა დაპანიკებას ცდილობს, რათა ისევ მხსნელის როლი ითამაშოს

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში პანდემიის დროს ხელისუფლების ქმედებებზე ისაუბრა. 

"გირჩი" თავიდანვე ამბობდა, რომ ის ზომები, რასაც ხელისუფლებამ მიმართა, ამ ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა, პოლიტიკურმა სპექტრმა და მედიამაც ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა სიგიჟეების კეთების, გარდა ამისა რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებასაც ითხოვდა. ხელისუფლებამ კი, ეს პანიკა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. 

ზურას თქმით, სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსია, რომელსაც ახასაიათებს უფრო მაღალი სიკვდილიანობა, ვიდრე სხვა მსგავსი ტიპის ვირუსებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვირუსთან ბრძოლისას ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვაა საჭირო. "ამის იქეთ ყველაფერი არის არამეცნიერული და არის სისულელე"- განაცხადა პოლიტიკოსმა. მისივე თქმით, ბევრი სახლემწიფოს კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს თანხმდება, რომ ლოქდაუნების დროს ვირუსის გავრცელების მრუდი ანალოგიური იყო იმ ქვეყნებისა, სადაც მკაცრი შეზღუდვები არ დაწესებულა არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ამას ადასტურებს. 

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ პანდემიის დასაწყისში მსოფლიომ ახალი ვირუსის შესახებ არაფერი იცოდა. დღეს-კი სურათი შეიცვალა.  სხვადასხვა მეცნიერული კვლევა ადასტურებს, რომ ერთადერთი გზა - არის პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტის გამომუშავება.

ვირუსი ვრცელდება, მას ვერავინ შეაჩერებს, ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანებმა ის უნდა გადავიტანოთ. რასაც ხელისუფლება აკეთებს არის სრული სიგიჟეა. ბავშვებისთვის სკოლების დაკეტვას არანაირ შედეგს არ გამოიღებს, ისინი რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნებიან და სტატისტიკურად გამავრცელებლები არ არიან. ერთადერთი რისი გაკეთებაც სახელმწიფოს შეუძლია, იმ ოჯახების დახმარებაა, რომლებიც რისკ-ჯგუფების იზოლირებას ვერ ახერხებენ.  

                                                                                                                                                                               - მიიჩნევს ზურა. 

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შემთხვევების რაოდენობის თვლას არანაირი შინაარსი არ გააჩნია და მთავარი პრობლემა დღეს ჩამოშლილი ეკონომიკა არის, რომელიც კიდევ უფრო დიდ ჭაობში იძირება. ხელისუფლებას კი არ აქვს არანაირი რესურსი, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ამ მდგომარეობიდან ქვეყანას გამოიყვანს. ამიტომ ისინი მოსახლეობის ხელახლა დაპანიკებას ცდილობენ იმისათვის, რომ ისევ მხსნელების როლი ითამაშონ და ამით არჩევნები მოიგონ.

                                                                                                                                                                        ავტორი : პოლინა აბზიანიძე

კომენტარები