შეხვედრა ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატ ბორის ყურუასთან

დღეს, 14:00-ზე ფოთის ცენტრალურ პარკთან ფოთი-ხობი-სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გირჩიდან და "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მოსახლეობას შეხვედნენ.

შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გრძელდებოდა და მისი მიზანიც, ჩელეს ამომრჩევლისთვის უკეთ გაცნობა და თავისუფლებაზე საუბარი იყო.

ჩვენ დავუკავშირდით ჩელეს და ვკითხეთ, თუ როგორ ჩაიარა შეხვედრამ.

გამიხარდა, რომ ამდენმა ადამიანმა გამონახა დრო ჩვენთან შესახვედრად და თავისუფლებაზე სასაუბროდ. ფოთელებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი, რამაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა და ვაპირებ, რომ ორმაგი ძალებით განვაგრძო ბრძოლა გამარჯვებისთვის. 

                                                                                                                                                     - გვითხრა ბორის ყურუამ.

ვინც ჩელეს გულშემატკივრობთ, მისი გვერდის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ასევე თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ 2020 წლის არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებელი იყოთ და დაიცვათ "გირჩის" ხმები, გაწევრიანდით გირჩი | ხმის მცველების ჯგუფში. ლინკი იხილეთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები