გელოდებით დღეს, ფაბრიკაში "FREE HONG KONG EXHIBITION"-ზე და ალექსანდრე რაქვიაშვილის ლექციაზე

დღეს, 12:00 საათიდან ფაბრიკაში "FREE HONG KONG EXHIBITION" გაიმართება. 

გამოფენა აღწერს ჰონგ-კონგის პროტესტებს, რომლებიც 2019 წელს, ივნისში, ექსტრადიციის კანონის მიღების შემდეგ დაიწყო. კანონის, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიას სერიოზულად შეზღუდავდა. თითქმის ერთი წლის მანძილზე, ქალაქის ქუჩებზე ასობით ათასი ადამიანი გამოდიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე სექტემბერში კანონი უკან გაითხოვეს, პროტესტები სხვადასხვა ფორმით დღემდე გრძელდება - არად აგდებენ რა პოლიციის ძალადობას, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე წაიღო და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა ზიანი.

მიუხედავად ჩინეთის მთავრობის მიერ პროტესტის ჩახშობის მრავალნაირი მცდელობისა, ჰონგ-კონგის მოსახლეობის თავისუფლებისთვის ბრძოლა იმის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ თავისუფლება ყველა მატერიალურ სიკეთეზე მნიშვნელოვანია, მაშინაც კი, თუ ეს ჰონგ-კონგია - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანებით დასახლებული ქალაქი.

ასევე საღამოს, 18:00 საათზე დაიწყება "გირჩის" პოლიტიკოსის, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდრე რაქვიაშვილის ლექცია თემაზე "რევოლუციები და თავისუფლებისთვის ბრძოლა".

ჰონგ-კონგში ბოლო ერთი წელია პროტესტები მიმდინარეობს, სადაც მილიონ ადამიანზე მეტი გამოვიდა, რომლებიც იცავენ თავიანთ თავისუფლებას და ქალაქის ავტონომიას. პანდემიის დაწყებამდე პროტესტების აქტიური ტალღა იყო, ამჟამად პროტესტს უფრო ლოკალური ხასიათი აქვს, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

პროტესტების ჩახშობას ადგილობრივი ხელისუფლება ძალის გამოყენებით ცდილობდა, საკმაოდ დიდი იყო გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა. 

ამ პროტესტების სერია, არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ იცავენ ადამიანები თავისუფლებას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არის აჯანყება არა ღარიბი ფენისა არამედ, ყველაზე მდიდარი ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ ჰონგ-კონგში და მათ უმეტესობას აქვს ორმაგი მოქალაქეობა შესაბამისად, თითოეულ მათგანს თავისუფლად შეეძლო სხვა ქვეყანაში წასულიყო, ან ბედნიერად გაეგრძელებინათ ცხოვრება თავიანთ ქალაქში. 

მიზეზი რის გამოც მთელი ეს პროტესტები დაიწყო იყო ის, რომ ცენტრალურმა მთავრობამ მიიღო უფლებამოსილება, რომ პატიმარი ჰონგ-კონგის ციხიდან სხვა ციხეში გადაიყვანოს. ჩვენთან, რომ მსგავის რამ გაეკეთებინათ ამას დიდი ალბათობით ვერც ვერავინ შეამჩნევდა.

ეს გამოფენა სწორედ ამ ისტორიას აღწერს ქრონოლოგიურად და იმას, რომ ჰონგ-კონგელები პატარა დათმობაზეც კი, არ წავიდნენ და როგორ შეიძლება იყოს აწყობილი პროტესტი, როდესაც მას ლიდერი არ ჰყავს. 

                                                                                                                                                                  - გვითხრა სანდრომ. 

გელოდებით ყველას ფაბრიკაში (მის: ნინოშვილის 8), წინ ძალიან საინტერესო დღე გველოდება. ივენთი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები