სიახლეები

ჯაფარას დიდუბის ოფისში პარასკევს ღია კარის დღეა

პარასკევს, 11 სექტემბერს ზურაბ ჯაფარიძის დიდუბის ოფისში (მის.: წერეთლის 49/51) ღია კარის დღეა.

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ ყველანაირი შესაძლო ძალების მობილიზება “გირჩს” და მის მაჟორიტარ კანდიდატებს ახლა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.

გამარჯვებისთვის აუცილებელია ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. ამიტომ ყველას, ვისაც გაქვთ თავისუფალი დრო და დახმარების სურვილი, შემოგვიერთდით. გვჭირდება ხალხი,  ვინც დღის და საღამოს საათებში (თქვენი თავისუფალი დროის მიხედვით) ივლის ქუჩებსა და ეზოებში, დაარიგებს "გირჩის" გაზეთს და სხვა პრომო მასალებს. 

ჩვენ ყოველთვის ვიყავით პარტია, რომლის გულშემატკივარსაც არასდროს ეზარებოდა თავისი დრო და რესურსები დაეთმო გირჩისთვის. იგივე იმედი გვაქვს ახლაც, მით უფრო, რომ დიდუბე-ჩუღურეთი უზარმაზარი ოლქია და ჩვენი ძალებით მის "აწიოკებას" ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. ამიტომაც ველოდებით პარასკევს ჩვენს მეგობრებს, რომლებიც ოქტომბერში ვოლსკის დამარცხებაში დაგვეხმარებიან.

                                  - გვითხრა ზურაბ ჯაფარიძის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარიტა რატიანმა. 

უკვე დავიწყეთ მოხალისეების ძებნა, ვინც დიდუბე-ჩუღურეთის კარდაკარში დაგვეხმარება. ამ საქმის კოორდინაციას "გირჩის" წევრები მირიან ბეჟიტაშვილი და ეთო ხაბურძანია აკეთებენ. მსურველები შეგიძლიათ მათ დაუკავშირდეთ, ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე. 

პარასკევს საღამოს კი, 19:00 საათზე გელოდებით დიდუბის ოფისში, სადაც დაგხვდებათ ჯაფარა შვედური მაგიდა, სასმელები, მუსიკა და სტაფი სრული შემადგენლობით. 

ივენთის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები