თუ დროულად ჩაკეტვის გამო შევაკავეთ ვირუსი, მაშინ ეს ახალი კლასტერები საიდან არის? - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ  "ტვ ფორმულას" ეთერში კორონავირუსის გავლენებზე ისაუბრა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთადერთი რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას უნდა გაეკეთებინა, იყო ის, რომ მომხდარიყო მხოლოდ რისკ ჯგუფების იზოლირება და უნდა გაცემულიყო რეკომენდაციები ჰიგიენის ელემენტარული ნორმების დაცვაზე. მსოფლიოს მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჩაკეტვების პოლიტიკა სრულიად არაეფექტურია და მას არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ყველაზე ეფექტური ამ მხრივ იყო შვედეთი, რომელსაც არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვები არ დაუწესებია და ამასთანავე მათთან არანაირი კატასტროფული სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ დამდგარა, როგორც ამას პროგნოზირებდნენ. ასევე სტოკჰოლმში უკვე საუბარია, რომ მათ პრაქტიკულად გამოიმუშავეს ჯოგური (პოპულაციური) იმუნიტეტი.

სხვადასხვა სახელმწიფოებმა მრავალი დრაკონული შეზღუდვები დააწესეს, საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებულ ადგილზეა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, მოსახლეობაში შიშის და პანიკის ფაქტორი იმდენად ძლიერი იყო, რომ ხელისუფლებამ შეძლო ამ გრძნობებზე ეთამაშა და დადგა შოუ, რომელმაც ადამიანებზე ისე იმოქმედა, რომ მათ დაიჯერეს ვირუსთან ბრძოლაში ხელისუფლების ეფექტურობა. ჯაფარიძე თვლის, რომ ხელისუფლებას გაუტკბა ის უზარმაზარი ძალაუფლება, რაც მოქალაქეებმა თავად ჩააბარეს და განაგრძეს გმირობანას თამაში. 

მე არ მჯერა, რომ საქართველოში ამ ხელისუფლებამ კორონა გააჩერა. ხელისუფლება, რომელმაც ვერანაირ საქმეს თავი ვერ მოაბა და ვერ გააკეთა ამ რვა წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება დაიჯერო რომ ეს დაბდურა და არაფრისგამკეთებელი ხალხი ვირუსს გაუმკლავდა ისე, რომ ქვეყნიდან გააქრო?! თუ ზღაპარში არ გინდა ცხოვრება, როგორ შეიძლება საღი აზრის დონეზე ეს დაიჯერო. თუ დროულად ჩაკეტვის გამო შევაკავეთ ვირუსი, მაშინ ეს ახალი კლასტერები საიდან არის? 

                                                                                                                                                                     - განაცხადა ზურამ. 

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს ვირუსი ქვეყანაში ჩვენს პარალელურად არსებობს, ის ჩვეულებრივად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდაც მიმდინარეობს (განსაკუთრებით ბავშვებში). ამიტომ ეს რეკორდული მაჩვენებლები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც ეს "ქართულ ოცნებას" აწყობს. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები