სიახლეები

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ზენაიშვილი იქნება

ოზურგეთის-ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში "გირჩს" ვახტანგ ზენაიშვილი წარადგენს. მას ჩვენი გულშემატკივრები საკმაოდ კარგად იცნობენ. 

დავუკავშირდით მას და ვკითხეთ, თუ როგორ აპირებს ის საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმართვას.

ძირითადად ლანჩხუთში ვიმუშავებ, გამოვიყენებ ფეისბუქს და მოკლე ხუთწუთიან ვიდეოებს ჩავწერ. ასევე ადგილობრივ პრესას გამოვიყენებ აქტიურად. ვგეგმავ უბნებში მცირე (10-20 კაციანი) შეხვედრების მოწყობას ამომრჩეველთან. ყველა პირადი მეგობრის, ნათესავების და ა.შ. მობილიზაციას.

ძირითადი აქცენტები გადატანილი იქნება პარტიულ სიაზე და "გირჩის" იდეების გაცნობაზე მოსახლეობის ფართო ფენებისთვის. ასევე ვაპირებ აქტიური კონსულტაციები მქონდეს ცენტრალურ ოფისთან. დახმარება მჭირდება სააგიტაციო მასალების და მინიმალური თანხების მოძიებაში. 

რა არის მისი პოლიტიკური მიზანი და რატომ თვლის მას მნიშვნელოვნად. 

ჩემი მიზანია საბჭოთა კავშირის დამთავრება, რეალური თავისუფლების მიღება, სახელმწიფოს როლის მაქსიმალური შემცირება და ლიბერტარიანული იდეების აქტიური პროპაგანდა. ამიტომ რაც მეტი გირჩელი იქნება პარლამენტში, ამის მიღწევა უფრო გაადვილდება.

ჩვენ ასევე დავინტერესდით, როგორია ამ მომენტისთვის გურიაში მოსახლეობას დამოკიდებულება "გირჩის" მიმართ.

არაინფორმირებულობა და სტერეოტიპებია (მაგათ ნარკოტიკები უნდათ და ა.შ.) მთავარი პრობლემა, თუმცა არის მცირე ნაწილი, რომელიც მეტნაკლებად ადეკვატურია "გირჩის" მიმართ.

იმ შემთხვევაში, თუ ხმების დაცვას მოვახერხებთ მგონია, რომ ჯამში პროცენტულად დიდი სხვაობა არ იქნება თბილისსა და გურიას შორის.

                                                                                                                                              - გვითხრა ვახტანგ ზენაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ზენაიშვილი "გირჩის" პარტიულ სიაში მერვე ადგილზეა და მისი პოლიტიკური წონა 1.7 მილიონ GeD -ს (Georgian Dollar) აღემატება. 

ვახტანგ ზენაიშვილს წარმატებას ვუსურვებთ!

ასევე თუ ვინმეს გაქვთ სურვილი ამ არჩევნებზე ჩვენი ხმების მცველები გახდეთ, გაწევრიანდით ამ ჯგუფში. 

                                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები