30 მაისი 2019
211 Views
ეკონომიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: იდეალური ეროვნული ბანკის პოლიტიკა - მისი არარსებობაა

იდეალური ეროვნული ბანკის პოლიტიკა, ეროვნული ბანკის არარსებობაა.

"მე თუ მინდა, რომ ეროვნული ბანკი რასაც აკეთებს, ის შევცვალო, პირდაპირ უნდა მოვითხოვო, რომ ის გაუქმდეს", - ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" ისაუბრა.   

გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა ბევრი მნიშვნელოვანი თემა განიხილეს, მათ შორის განათლების, პოლიტიკური სისტემების ხარვეზებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც დღეს დგას საქართველოში და ზოგადად, მსოფლიოში.

"თუ ძალიან გვინდა ცვლილება, ორი კვირაც საკმარისი იქნება მის გასაუქმებლად, ამისთვის არ არის საჭირო, მე გავხდე ეროვნული ბანკის მმართველი. თუ ვხედავ, რომ ეს არის პრობლემა, შემიძლია გარედან მოვითხოვო გაუქმება. პირდაპირი დემოკრატია იქნება, რეფერენდუმი, მიტინგი ან თუნდაც აჯანყება იყოს, ეს იქნება მორალურად გამართული პროცესი. რაღაც ცუდი ხდება, პარაზიტები გვყავს, გვართმევენ ფულს, მივდივართ და პირდაპირ ამ ხალხს ვებრძვით". - აღნიშნა რაქვიაშვილმა "თავისუფალ ბაზარში".

ვახო მეგრელიშვილის თქმით, ის, რომ ჩვენი ეროვნული ბანკი ყველაფერთან ერთად არაკომპეტენტურიც არის, კიდევ უფრო მეტად დამაზარალებელია, ვიდრე ის, რომ ეროვნული ბანკი გვაქვს საერთოდ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები