სიახლეები

მოდით დღეს ბათუმის ბულვარში, ვისაუბროთ თავისუფლებაზე

"გირჩი" დღეს 19:00 საათზე ბათუმის ბულვარში გულშემატკივრებთან და უბრალოდ დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას გამართავს, რომელსაც პარტიის ლიდერები ალექსანდრე რაქვიაშვილი, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დაესწრებიან. 

შეხვედრის მიზანია უკეთ გავიცნოთ ბათუმლები, გავიგოთ მათი პრობლემები და ვესაუბროთ მათ ჩვენს იდეებზე და ხედვებზე.

მსვლელობისას "გირჩის" პოლიტიკოსი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე რაქვიაშვილი პატარა ლექციას წაიკითხავს.

გელოდებით ყველას, ვისაც რაიმე კითხვები გაქვთ, ან უბრალოდ ჩვენი უკეთ გაცნობა გსურთ.

Facebook ივენთის ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

კომენტარები