ყველაზე ძვირადღირებული სტენსილების გამოფენა რუსთაველზე

მას შემდეგ რაც "გირჩის" წევრი, მირიან ბეჟიტაშვილი რუსთაველის თეატრთან მდებარე დროებით სამშენებლო ღობეზე "გირჩის" სტენსილის დახატვისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს, ჩვენმა მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად მეორე დღესვე სამშენებლო ღობეზე 25-მდე სტენსილი დახატეს.

დავუკავშირდით ამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ?

"წინა დღეს მირიანი დააჯარიმეს სამშენებლო ღობეზე "გირჩის" სტენსილის გამო, რაც უსამართლობა იყო რადგან, დროებით კონსტრუქციებზე ხატვა არ იკრძალება კანონით, მეორე დღეს ამ უსამართლო ჯარიმის გასაპროტესტებლად წავედით და ზუსტად იგივე ადგილას დავხატეთ უამრავი "გირჩის" ლოგო."

                                                                                                                                                  - გვითხრა ანუკა მუზაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ მირიან ბეჟიტაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150(2)-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დააჯარიმეს. ეს კი კადრები, 27 აგვისტოს ღამიდან. 

                                                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები