სიახლეები

145 Views
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტის გზით გადაყენება დემოკრატიის ნიშანი იქნება

"პრეზიდენტის იმპიჩმენტი იქნებოდა საინტერესო და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი, მგონი უნდა შევთავაზოთ ხელისუფლებას, რომ დემოკრატიის ნიშანი იქნება თუ პრეზიდენტს ამ ქვეყანაში, პირველად, იმპიჩმენტის გზით გადავაყენებთ"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ გირჩის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში, დავით გარეჯის მოვლენებში სალომე ზურაბიშვილის ჩართულობასთან დაკავშირებით. 

დავით გარეჯის კრიზისი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკების გამართვა შესაძლოა კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს, რადგან კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად პარლამენტის 50 დეპუტატის მოთხოვნაა საჭირო, რის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყოს. თუ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დადგინდება, მაშინ სასამართლო დასკვნას პარლამენტი გადაუგზავნის, საბოლოოდ, პრეზიდენტის ბედს დეპუტატები წყვეტენ და მის გადასაყენებლად 100 ხმა არის საჭირო.

კომენტარები