გაზეთ "მეტი თავისუფლების" მეორე ნომერი გამოვიდა

გაზეთ "მეტი თავისუფლების" მეორე ნომრის გამოსვლას ალბათ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ელოდა და აი ისიც. აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული მეორე ნომერი უკვე გაყიდვაშია.

"პირველი ნომრის თემა ძირითადად იყო იმის ახსნა თუ რა არის თავისუფლება და როგორ ვუყურებთ ჩვენ თავისუფლების გაგებას. მეორე ნომრის თემა შიშია ანუ რისი გვეშინია ქართველებს და რა გავლენას ახდენს ეს შიში ჩვენს ცხოვრებაზე. ასევე მეორე ნომერში დიდი ადგილი აქვს დათმობილი გირჩის პარტიულ საპარლამენტო სიას, რომელიც პრაიმიერისის გზით შეირჩა და გირჩის პოლიტიკოსებს. ასევე ნომერში დამატებულია გაცნობა დაოჯახების რუბრიკა, სადაც თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები მეორე ნახევარს ეძებენ. ზოგადად, გაზეთში ბევრ სხვა საინტერესო ამბავსაც წაიკითხავთ და ვფიქრობ დაკარგულად არ ჩათვლით მასში გადახდილ ერთ ლარს."

                                                                                                                                         - გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

გაზეთი 12 გვერდისგან შედგება და სხვადასხვა რუბრიკებს აერთიანებს. მეორე ნომერს რამოდენიმე ახალი რუბრიკაც დაემატა - "გირჩის" კრიტიკა, ქალთა კვოტებზე და გაცნობა-დაოჯახება.

"მეტი თავისუფლების" ახალ ნომერში შეგიძლიათ გაეცნოთ:

- "რისი გვეშინია ქართველებს" - იაგო ხვიჩია

- "შიშში ცხოვრება გვახევს სახეს" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და იაგო ხვიჩია

- "ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე, აბა მთავრობა სახლში როდის ჩამკეტავს" - ეთო ხაბურზანია

- "მეტი ფული ხალხს" - ჰერმან საბო

- "გირჩის" საპარლამენტო ათეული

- "თავისუფლება დღეს ჩვენი..." - გიორგი ლომინაძე

- "გზა მეტი თავისუფლებისკენ" - ნიკა ნადირაძე

- "ქალთა კვოტებზე, ანუ ვეძებთ სანდო ბებოებს" - იაგო ხვიჩია

- "რა რჩება მეწარმეს?" - ნოდარ ჩინჩალაძე

- "სერაფიტის წლისთავი" - გიორგი ჭაუჭიძე 

- "შიშები" - ბექა შენგელია

- "ირაციონალურ შიშებზედ" - ნიკა ციცქიშვილი

- "ჩვენისთანა ბედნიერი განა სადმე არი სადმე ერი?" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

- "სისტემა უნდა დაინგრეს" - Kung Fu Junkie, Landmark, Me and my monkey, სერგი გვარჯალაძე, Svansikh, ჯერონიმო, KazzyJazz, მაქს მაჩაიძე, Dreamsoiuz, ერეკლე დეისაძე,  2012 წელი

- "გაცნობა დაოჯახება"

- "მსოფლიო ფეხბურთი (რადგან ქართული არ არსებობს)" 

შეგახსენებთ, რომ "მეტი თავისუფლების" მეორე ნომრის შეძენა უკვე შეგიძლიათ, "გირჩის" ოფისში და ბარ "პიანი ბაზარში" სიმბოლურ ფასად -1 ლარად. 

რაც შეეხება გაზეთის პირველ ნომერს, შეგიძლიათ გაეცნოთ მას ჩვენს პორტალზე, ამ ლინკზე.

                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები