სიახლეები

432 Views

ზაზა ხატიაშვილი: ადვოკატი ყველა ხელისუფლებისთვის გარკვეული საშიშროების წყაროა

       "ყველა ხელისუფლებისთვის ადვოკატი არის გარკვეული საშიშროების წყარო" -  ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, ისაუბრა იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში "პროცესი".

ზაზა ხატიაშვილმა ასევე ისაუბრა სასამართლო სისტემასა და ადვოკატურაზე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში. მათ შორის, ამჟამინდელსა და წინა ხელისუფლების პერიოდებზე.  ისაუბრა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ადვოკატთა უფლებების დარღვევასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე , ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს,  ადვოკატების 5 % იჯდა ციხეში, რაც ძალიან მაღალი რიცხვია, ადვოკატებს ებრძოდნენ , როგორც უფლებათა დამცველებს, რადგან დაცვის ინსტიტუტის განადგურებით ისინი აძლიერებდნენ პროკურატურის დიქტატს.    

 "ადვოკატი ჩემთვის აღიქმება , როგორც უფლებების დამცველი, ეს იქნება სამოქალაქო საქმე, სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციული საქმე, ადვოკატი კლიენტს იცავს, რომელმაც მას მიმართა სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე. თვითონ ადვოკატი სულით დამცველია, აქედან გამომდინარე, ეს არის თავისუფალი პროფესია და შესაბამისად, ყველა ხელისუფლებისთვის ადვოკატი არის გარკვეული საშიშროების წყარო.  ეს არის თავისუფალი ადამიანი, რომელსაც აქვს თავისუფალი შეხედულებები, თვითონ აკონტროლებს თავის შეხედულებებს, მას არ ჰყავს ადამიანი, რომელსაც დაემორჩილება, ერთადერთი ის ემორჩილება კანონს , კონსტიტუციას და ადვოკატთა შესახებ ეთიკის სტანდარტებს და ეთიკის კოდექსს...  რა თქმა უნდა ჩვენს პროფესიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ვთქვათ, სააკაშვილის დროს, კომუნისტების დროს, დღევანდელი ხელისუფლების დროს, საკმაოდ ახლოს არიან ხელისუფლებასთან, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ადვოკატებისა, არიან თავისუფალი, ლაღი ადამიანები, რომლებიც ორიენტირებული არიან ადამიანის უფლებების დაცვაზე."

   

კომენტარები