კვოტების სარჩელის არსებითი განხილვა 2 სექტემბერს გაიმართება

საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელზე გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ,  პროცესი 2 სექტემბერს ჩანიშნა.

"გირჩის პარტიული სია გამოქვეყნდა 31 ივლისს და ის მთლიანად ფორმირებულია პარტნიორების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო კვოტირების სისტემა არ გაუქმდება, პარტიას მოუწევს "ცესკო"-ში სარეგისტრაციოდ წარადგინოს ისეთი სია, რომელიც გირჩის პარტნიორების და ამომრჩევლების ნებას არ გამოხატავს. ეს ხელს უშლის ამომრჩევლების ნებას - წარმოადგინონ პარლამენტში იმ ადაიმენებმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობიან."

                                                                                                                                        - ამბობს ლევან ჯგერენაია.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა.  მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან. 

საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                  ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები