სიახლეები

"გირჩი" საშუალო განათლების სისტემის შესახებ დღეს "ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში" მიიღებს მონაწილეობას

"ტვ პირველის"  "ახალგაზრდული პოლიტიკურ დებატების" დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას,  "გირჩის" წევრები ბადრი გრიგალაშვილი, საბა ყაველაშვილი და ნინა საჯაია მიიღებენ. პოლიტიკური დებატების კვირის თემა საშუალო განათლებაა. 

"გირჩის" წევრების კონკურენტები ამჯერად "ევროპული საქართველოს" და ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეების" წევრები იქნებიან.

"დღევანდელ დებატებზე შევეცდები ავხსნა, რომ განათლების სისტემაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალფეროვნება. ასევე აუცილებელია მშობელს დაუბრუნდეს არჩევანის უფლება, თავად გადაწყვიტოს თუ რა, სად და რა ფორმით უნდა ასწავლოს შვილს, თავისი შეხედულებებიდან, პრინციპებიდან და მორალიდან გამომდინარე."

                                                                                                                                              - მიიჩნევს საბა ყაველაშვილი.

"დღეს მინდა ავხსნა, რომ ბავშვი ეკუთვნის არა განათლების ექსპერტებს, არამედ მშობელს. სისტემა საბჭოთა კავშირშიც და დღესაც გვაჯერებს რომ პირიქითაა, რაც განაპირობებს განათლების სისტემის ცენტრალიზაციას, ანუ მშობლისთვის განათლების შინაარსის, მეთოდის და ფორმის არჩევნის თავისუფლების წართმევას."

                                                                                                                                              - ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.

გვიყურეთ და გვიგულშემატკივრეთ დღეს "ტვ პირველზე" ზუსტად 17:30 საათზე, რადგან გამარჯვებულს სწორედ თქვენ გამოავლენთ, წინ საინტერესო საღამო გელით ! 

                                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები