სიახლეები

"გირჩი" მაჟორიტარების წარდგენისთვის ემზადება

ჩვენ მაჟორიტარების წარდგენისთვის ვემზადებით. როგორც იცით, "გირჩმა" ერთიან ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. 

ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში. 

პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენთაგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება. 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კანდიდატურა კონკრეტულ ოლქში, "გირჩს" მეტ ხმას მოუტანს, მაშინ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. 

მაჟორიტარობის მსურველთა სარეგისტრაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

იქედან გამომდინარე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უნდა მივიღოთ, გამოკითხვა ოთხშაბათს, 12.00-ზე დასრულდება. 

ასევე თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ 2020 წლის არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებელი იყოთ და დაიცვათ "გირჩის" ხმები, გაწევრიანდით გირჩი | ხმის მცველების ჯგუფში. ლინკი იხილეთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები