"გირჩის" პრაიმერისი 28.07

როგორც იცით, პარიული სიის ფორმირების დასრულებამდე დარჩენილია მხოლოდ 2 დღე.

წარმოგიდგენთ დღევანდელ ხუთეულს:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 9.8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 8.6 მილიონი (Georgian Dollar)

3. იაგო ხვიჩია - 8.6 მილიონი (Georgian Dollar)

4. ვახტანგ მეგრელიშვილი - 8.5 მილიონი (Georgian Dollar)

5. ამირან ტორონჯაძე - 7.6 მილიონი (Georgian Dollar)

ბოლო დღეების განმავლობაში, დიდი ხმაური იყო შექმნილი ზურაბ ჯაფარიძის ჯედების გადანაწილებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ყველა სავალდებულო ველი ჰქონდათ შევსებული, მაგრამ ჯედები მაინც არ დაერიცხათ.

გადანაწილების ხარვეზების მიზეზის გასაგებად ჩვენ ლევან ჯგერენაიას და ანა ჩიქოვანს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რატომ მოხდა ასე და როდის გადაიჭრება პრობლემა და აესახებათ პორტალის წევრებს ჯედები ? 

ზურაბ ჯაფარიძემ 16 მილიონი ჯედი გადაუნაწილა დაახლოებით 2000-მდე ადამიანს.

პირველ ეტაპზე გადავანაწილეთ 12 მილიონამდე, მაგრამ პორტალის ტექნიკური პრობლემების გამო, აღმოჩნდა რომ რამდენიმე ადამიანს არ აესახა ჯედები. ეს ადამიანები იდენტიფიცირებულები არიან, პრობლემაც აღმოფხვრილია უკვე პორტალზე და დღეს ვაპირებთ დარჩენილი 4 მილიონიც გადავანაწილოთ.

დღევანდელი გადანაწილების შემდეგ, ახლებიც დაემატებათ და იმ ადამიანებს კი, ვისაც პირველი დარიცხვისას არ აესახათ, ავტომატურად დაემატებათ როგორც ძველები, ასევე ახლები.

                                                                                                                                                           - გვითხრა ლევან ჯგერენაიამ. 

ყველა იმ ადამიანს, რომელიც გირჩის პორტალზე 15 ივლისამდე დარეგისტრირდა და სრულად შეავსო საკუთარი მონაცემები საკუთარ პროფილზე, ზურაბ ჯაფარიძისგან საჩუქრად დაერიცხათ ჯედები.

უკანასკნელად ჩამოტვირთული ბაზის მიხედვით, ასეთი აღმოჩნდა 1948 ადამიანი. ტრანზაქცია 25 ივლისს განხორციელდა, თუმცა ამ ანგარიშების დაახლოებით 25 პროცენტთან ჯერ კიდევ არ ჩანს ჯედები. ტექნიკურად ტრანზაქცია განხორციელებულია, დარჩენილ 4 მილიონს რომ გადარიცხავენ დეველოპერები, ძველი და ახალი დარიცხვა ერთად აისახება.

ვეკონტაქტე რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია მიმდინარე სიტუაციაზე. დღეს დასრულდება ეს პროცესი და ყველა შეძლებს საკუთარი ჯედების გამოყენებას სურვილისამებრ.

                                                                                                                                                               - განაცხადა ანა ჩიქოვანმა. 

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები