სიახლეები

"გირჩის" პრაიმერისი 27.07

"გირჩის" პარტიული სიის ფორმირებამდე დარჩენილია სამი დღე. ამიტომ თუ თქვენი ფავორიტი პოლიტიკოსი ამ ხუთეულში დღესაც არ არის, იაქტიურეთ, გამოიმუშავეთ ან შეიძინეთ ჯედები მეორად ბაზარზე და დაუჭირეთ მას მხარი. 

გაეცანით პარტიული სიის ხუთეულს:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 9.3 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ვახტანგ მეგრელიშვილი - 8.1 მილიონი GeD (Georgian Dollar)

3. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 8 მილიონი GeD (Georgian Dollar)

4. იაგო ხვიჩია - 7.9 მილიონი GeD (Georgian Dollar)

5. ამირან ტორონჯაძე - 7.6 მილიონი GeD (Georgian Dollar)

როგორც იცით, ზურაბ ჯაფარიძის ჯედების 16 მილიონიდან - 12 მილიონამდე შაბათს პორტალის წევრებზე, ვინც 15 ივლისამდე დარეგისტრირდა თანაბრად გადანაწილდა, დარჩენილი ნაწილი კი, დღეს უნდა დარიგდეს.

ამიტომ დღესაც ჯაფარას GeD-ების გადანაწილების გარშემო შექმნილ ხმაურზე "გირჩის" პოლიტიკოსის, ჰერმან საბოს ვკითხეთ თუ რას ფიქრობდა. 

ჩემი აზრით, ყველაფერი ძალიან საიტერესოდ და სამართლიანად ვითარდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ეტაპისთვისაც კი, ჯედების მხოლოდ 50%-ზე ცოტა მეტია გადანაწილებული პოლიტიკურ მხარდაჭერაში და უკვე, ამ ოდენობის გადანაწილებით რა კონტურებიც აქვს სიას, ჩემთვის ესეც მისაღებია. მე ამ სიას მხარს დავუჭერდი.

ასევე, ძალიან მიხარია ახალი ხალხის დამოჩენაც (ძველი ახლების) - ეს კონკურენციას, დრამას მატებს პროცესს და მეტი შანსია უფრო ფართო აუდიტორიას ვაჩვენოთ, რა უნიკალურ პროცესთან გვაქვს საქმე. ნუ, ვისურვებდი, რომ ეს "ახალი" პოლიტიკოსები უფრო ადრე ჩართულიყვნენ პროცესში და არა სიის შექმნამდე 1 თვით ან 1 კვირით ადრე, მაგრამ არც ეს მიმაჩნია ტრაგედიად. მთავარია, რომ სია გამჭვირვალეა, თითოეული ჯედის back-tracking-ია შესაძლებელი და ნებისმიერ მოვლენაზე შეგვიძლია პასუხისმგებელი ადმიანი გავარკვიოთ.

                                                                                                                                                                  -გვითხრა ჰერმან საბომ. 

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.

ჯედების ყიდვა-გაყიდვის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები