ვინ ლიდერობს დღეს "გირჩის" პარტიულ სიაში ?

დღეიდან ყოველდღე, "გირჩის" პრაიმერისის დასრულებამდე, ანუ 30 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე მოგიყვებით, თუ როგორ ფორმირდება პარტიის საპარლამენტო სია, ვინ ვის და რატომ აძლევს ხმას და საერთოდ, რა ხდება ჩვენს თავს.  

დღეის მდგომარებოით მონაცემები ასეთია:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 8.2 მილიონი GeD (Georgian Dollar)

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი - 7.7 მილიონი GeD (Georgian Dollar)

3. ამირან ტორონჯაძე - 7.6 მილიონი GeD (Georgian Dollar)

4. ვახტანგ მეგრელიშვილი - 6.0 მილიონი GeD (Georgian Dollar)

5. ჰერმან საბო - 5.1 მილიონი GeD (Georgian Dollar)

 "გირჩის" ბორდის წევრის და პოლიტიკოსის, იმედა კლდიაშვილის გადაწყვეტილებამ "გირჩის" ბაბლში დიდი აჟოიტაჟი გამოიწვია. იმედამ საკუთარი 4 მილიონი GeD-თ (Georgian Dollar) გიორგი ლომინაძეს დაუჭირა მხარი. დღის ბოლოს კი, თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და საკუთარი GeD (Georgian Dollar) რაოდენობის 50%-ით ვახტანგ მეგრელისვილს, დანარჩენი 50%-ით კი იაგო ხვიჩიას დაუჭირა მხარი. 

მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზის გასაგებად  თავად იმედას დავუკავშირდით.

უბრალოდ მინდოდა, რომ აწეულიყო პირველი ადგილების რეიტინგი და ჯედების რაოდენობა, რომელიც 7 მილიონზე მეტი იყო და ახლა 8 მილიონზე მეტია. 

ჩემი იდეალური სია იქნებოდა პირველი სამეული ზურა, ვახო და იაგო და იმის იქით როგორც დალაგდება ისე დალაგდება, ჩემთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს და როგორც კი შევხედე, რომ ეგ მიღწევადი იყო გადავიტანე ჩემი ჯედები მათზე. 

                                                                                                                                                - გვითხრა იმედა კლდიაშვილმა.

შეგახენებთ, რომ 30 ივლისს ზუსტად 16:20 (420) "გირჩი" პარტიულ სიას წარადგენს. ეს სიმბოლური თარიღია. 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე 



კომენტარები