"გირჩი" სასამართლოს სისტემის შესახებ დღეს "ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში" მიიღებს მონაწილეობას

"ტვ პირველის"  "ახალგაზრდული პოლიტიკურ დებატების" დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობას,  "გირჩის" წევრები ლევან ჯგერენაია, როკო მწყერაშვილი და ბადრი გრიგალაშვილი მიიღებენ. პოლიტიკური დებატების კვირის თემა სასამართლოა. 

"გირჩის" წევრების კონკურენტები ამჯერად "ქართული ოცნების" და ეკა ბესელიას პარტია "სამართლიანობის" წევრები იქნებიან.

ადამიანები არ ენდობიან სასამართლო სისტემას. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ცენტრალიზებულია და ადამიანები არ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ვეცდებით ავუხსნათ მაყურებლებს, თუ როგორ შეიძლება ხალხს დავუბრუნოთ მართლმსაჯულება.

                                                                                                                                             -მიიჩნევს ლევან ჯგერენაია.

ვეცდები დღევანდელი დებატი გამოვიყენო იმის ასახსნელად, ამ ქვეყანაში პირველად, როგორ შეიძლება გახდეს სასამართლო დამოუკიდებელი და ადამიანზე ორიენტირებული.

                                                                                                                                            -ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.

Მე მინდა ავუხსნა ადამიანებს, რომ სასამართლო ხალხის ნდობის გარეშე სასამარათლო არ არის. თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლოს არ სჭირდება ცენტრალიზაცია და იგი უნდა იმართებოდეს ხალხის მიერ.

                                                                                                                                            -განაცხადა როკო მწყერაშვილმა.

გვიყურეთ და გვიგულშემატკივრეთ დღეს "ტვ პირველზე" ზუსტად 17:30 საათზე, რადგან გამარჯვებულს სწორედ თქვენ გამოავლენთ, წინ საინტერესო საღამო გელით ! 

                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები