სიახლეები

კიდევ ერთხელ კვოტებზე

რეგულაციების შემოღება მცირედ პრობლემას უქმნის დიდ ბიზნესებს. მაგალითად რომ შემოიღონ რაიმე რეგულაცია ბანკებისთვის, დიდი მოთამაშეები ამას მარტივად დააკმაყოფილებენ, შეიძლება თავადაც კი დაეხმარებიან კანონმდებლებს “სამართლიანი” რეგულაციების შემოღებაში. ან სულაც, შეიძლება თავადაც იყვნენ ინიციატორები რეგულაციის შემოღების. შედეგად, ეს ართულებს ამ ბაზარზე შესვლას/არსებობას, სხვა პატარა/ახალი კომპანიებისთვის.

პარტიას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც პროდუქტს, რომელსაც Ჩვენ მომხმარებლები მხარს ვუჭერთ, ხმას ვაძლევთ, ვაფინანსებთ, ვავრცელებთ და ა.შ. გენდერული კვოტირება კი, არის ჩვეულებრივი რეგულაცია პარტიების ბაზრისთვის. ეს რეგულაციაც დიდი მოთამაშეებისთვის არსებითი პრობლემა არაა, ხოლო პატარა მოთამაშეებს ურთულებს ბაზარზე შესვლას. მოდი ეს გავშალოთ:

"ქართულ ოცნებაში" თითის დამჭერად დინოზავრებს ვერა, მაგრამ შიმპანზეების კვოტირება რომც შემოიღონ, იმასაც დააკმაყოფილებენ, მათ გაწრთვნიან და თითს დააჭერინებენ რაზეც საჭიროა. ანუ მათთვის არაფერი არ შეიცვლება. ისევ ისეთივე თითზე დამჭერი პარლამენტარები გვეყოლება, როგორიც გვყავდა.

ავიღოთ "ლელო", მათ ფული ბლომად აქვთ და შესაბამისად შეუძლიათ დახარჯონ ბევრი რესურსი იმაზე, რომ მოახდინონ ქალების რეკრუტინგი, წავიდნენ რეგიონებში, ჩაატარონ შეხვედრები და ასე შემდეგ. ანუ მათთვის ეს შეტენილი დამატებითი ბიუროკრატია დაძლევადია, რესურსის ქონის გამო.

მაგრამ ახლა ავიღოთ "გირჩი", რომელიც ასე, თუ ისე პატარა პოლიტიკური პარტიაა, სადაც პარლამენტართა სიის ფორმირება მსოფლიოში თუ არა საქართველოში ნამდვილად ყველაზე სამართლიანია. როგორ ხდება ეს: მე მაგალითად, მომწონს რამდენიმე "გირჩის" პოლიტიკოსი, ვის მიერ ბოლო დროს გაკეთებული და მიმდინარე პროექტები ჩემთვის საინტერესოა და მინდა, რომ ამ ადამიანებმა ის აკეთონ, რასაც აკეთებენ. შესაბამისად, მე მათ ვაფინანსებ "გირჩის" ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. სანაცვლოდ კი, ჩემს ყოველ დაფინანსებულ თეთრზე მერიცხება შესაბამისი "GeD-ები" (Georgian Dollar), რომელსაც შემდეგ ვიყენებ იმისათვის, რომ მხარდაჭერა დავაფიქსირო ფავორიტი პოლიტიკოსებისთვის, ისე როგორც მე მინდა. ამას აკეთებ დანარჩენი მხარდამჭერებიც და შედეგად ვიღებთ "გირჩის" საპარლამენტო სიას.

ნებისმიერ ადამიანს (ქალს, კაცს, თეთრს, შავა, მდიდარს, ღარიბს, ჰეტეროს, ჰომოს, ცისფერთვალებას, შავთვალებას, მაღალს, დაბალს, ქრისტიანს, ათეისტს, ....) შეუძლია "გირჩის" პორტალზე დარეგისტრირდეს და მონიშნოს, რომ უნდა პოლიტიკოსობა. რის შემდეგაც,  შეუძლია გააკეთოს ისეთი რაღაცეები, რაც მხარდამჭერებს მოაპოვებინებს, რომლებიც შემდეგ  ხმას მისცემენ და წამოწევენ "გირჩის" პარტიულ სიაში. ამ მომენტისათვის "გირჩის" პარტიული სიის პირველ ათეულში არცერთი ქალი არ არის. ამასთანავე, ზოგადად პარტიას არ აქვს ბევრი ფული, რომელსაც ქალების ძებნაში დახარჯავდა. პარტნიორები ძირითადად ვაფინანსებთ კონკრეტულ პოლიტიკოსებს გემოვნებისამებრ.

Ხო, და, აი ვინ უნდა მოიყვანოს ქალები "გირჩში" ? მარტივი პასუხია "რავი მე, კანონი კანონია და "გირჩმა" აგური იხალოს თავში,  თქვენი პრობლემაა ეს". ამ პასუხის ამორალურობას, რომ დავანებოთ თავი საერთოდ, Რამდენად სამართლიანია ეხლა ეს კვოტირება "გირჩის" პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ?

Ეს კანონპროექტი პირდაპირ ჩვენზე (მხარდამჭერებზე) და პოლიტიკოსებზე ახდენს ზეწოლას. Და რატომ? Იმიტომ, რომ ვიღაც კაცებმა თურმე, ვიღაც ქალები ოდესღაც დაჩაგრეს და ეხლა ეს კონკრეტული ინდივიდების გადასახდელია.

პ.ს: კვოტირება არის პარტიების ბაზარზე შემოღებული რეგულაცია, რომელიც დიდ რესურსიან პარტიებში არსებითად არაფერს ცვლის (რადგან უმეტესად იქ ჰყავთ ბელადები და ინდივიდები, რომლებიც ძირითადად თითის დამჭერები არიან) ხოლო პატარა პარტიებს ბარიერი ექმნებათ. შედეგად მომხარებლების (ანუ მხარდამჭერების და ამომრჩევლების) პრეფერენციები ცუდად კმაყოფილდება.

#არაკვოტირებას
#მეტითავისუფლება

                                                                                                                                                                    ავტორი: ირაკლი საფარელი

კომენტარები