სიახლეები

იაგო ხვიჩია: ისინი ან უკიდურესად არაკვალიფიციურები არიან, ან არსებობს ხელის დაფარება ისეთ საქმეზე, როგორიც არის მკვლელობა

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "ტვ კავკასიის" ეთერში გორგი შაქარაშვილის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, თავიდან ამ საქმეს პოლიტიკას ვერავინ უკავშირებდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, როდესაც ეს ამბავი საჯარო სივრცეში გამოვიდა, ადამიანებმა დაინახეს სისტემა როგორ ფუნქციონირებს.

მას შემდეგ, რაც მოწმეებმა ძალიან ბევრჯერ ჩვენებები შეცვალეს, ის ადგილი სადაც წესით საგამომძიებო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო გადაიწვა, აღმოჩნდა, რომ  პირი, რომელსაც თავს დაესხნენ და იმალებოდა, თავდასხმის მერე წვეულებაზე წავიდა, შემდეგ 17 ადამიანი დაიჭირეს, მიუხედავად იმისა, ვის რა ბრალი მიუძღოდა. ასევე ექსპერტიზის დასკვნა ცხადი და ცალსახა არ არის და ეჭვებს ესეც აჩენს.  ამ ყველაფერმა ბუნებრივად უამრავი კითხვა გააჩინა, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი ?

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ ამ საქმის ორი ვარიანტი არსებობს, ერთის თანახმად სისტემა უკიდურესად სულელურად იქცევა, ხოლო მეორე ვერსიაა, რომ არსებობს ხელის დაფარების ფაქტი ისეთ საქმეზე, როგორიც არის მკვლელობა. მისივე თქმით, ეჭვი რომ სისტემა ვიღაცას ხელს აფარებს უფრო დიდია, თუმცა ვის აფარებენ ხელს, ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს.

მკველობა არის ისეთი დანაშაული, რომელსაც ვერავინ გარდაცვლილის ნაცვლად მკვლელს ვერ აპატიებს. 

                                                                                                                                                             -განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ შაქარაშვილის საქმეში სულ, რომ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ ყოფილიყო, ისეთი ამბები ხდება, რომ შეუძლებელია არ დაინტერესდე რეალურად რა მოხდა და ხდება ამ საქმეზე.  ხვიჩიასთვის ამ ეტაპზე კავშირები და მოტივები გამოკვეთილი არ არის, თუმცა მას რწმენა უყალიბდება, რომ მკვლელობის ფაქტზე არის ხელის დაფარების მცდელობა. სწორედ ამიტომ მისი სურვილია, რომ ყველაფრის საჯარო გამოკვლევა მოხდეს, რადგან მოხდა მკვლელობა, რომელსაც მინიმუმ 10 ადამიანი ესწრებოდა და სისტემა დანაშაულს ვერ ხსნის. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები