სიახლეები

აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება წარმოგიდგენთ გაზეთს "მეტი თავისუფლება"

,,აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“, რომლის დამფუძნებლებიც "გირჩის" ლიდერები არიან გამოსცემს გაზეთს "მეტი თავისუფლება".

გაზეთის პრეზენტაცია კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში დღეს გაიმართა.

მე ამ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი არ მომწონს. უფრო მეტსაც გეტყვით, არა მხოლოდ არ მომწონს, არამედ თავისუფლების ნაკლებობა მგონია ყველა დარგის და ყველა პროფესიის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში. გაზეთის სარედაქციო პოლიტიკაა, მკითხველს ესაუბროს თავისუფლების იდეაზე და იმაზე, თუ რას შედეგებს იწვევს მისი შეზღუდვა ამა თუ იმ მიმართულებით

                                                                                                                                   – წერს იაგო ხვიჩია სარედაქციო წერილში.

და იქვე განმარტავს იმას თუ როგორ ესმის მას თავისუფლების შინაარსი:

მე ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება, გარდა ძალადობისა.

მხოლოდ ძალადობა უნდა იყოს აკრძალული.

თუ ადამიანზე არ ძალადობ, ყველაფერი დანარჩენი გემოვნების საკითხია და გემოვნება ყველას განსხვავებული გვაქვს.

ადამიანები იდეალურები არ ვართ, ბევრი ადამიანის აზრით, ბევრი რამე, რასაც მე ვლაპარაკობ ან ვაკეთებ, მიუღებელია. თან იმის პირობასაც ვერ დავდებ, რომ ბოლომდე გამოვსწორდები და ყველასთვის მოსაწონი გავხდები. ეს არც მინდა და არც მგონია შესაძლებელი, მაგრამ ერთი რამე, რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ არ ვიძალადებ და სხვისგანაც მხოლოდ ამას მოვითხოვ.

გაზეთი სულ 12 გვერდისგან შედგება და 11 სხვადასხვა რუბრიკას აერთიანებს, რომლებზეც სხვადასხვა საინტერესო ადამიანებმა იმუშავეს. 

"მეტი თავისუფლების" პირველ ნომერში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ:

- რა ხდება დღეს აფხაზეთში? - ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

- "სირკვილი"- ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო

- "გირჩის" "ვირჩევ Tesla-ს" პროექტი

- "ჩემი ისტორია"- ვიტალი გეგუჩია

- როგორ სასამართლოზე შეთანხმდა ოპოზიცია? - იაგო ხვიჩია

- "ავსტრიაში სწავლის შესახებ"- მარიკა ბექაური

- "აი ია, აი თითი, აი განათლება!" - ტორესა მოსი

- "მიშა და ბიძინა" - ტატო ქოქოლაძე

-  რატომ "გირჩი" ? - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

- "გამოსვლა" - ვახო მეგრელიშვილი

-  ინტერვიუ "ჩელსის" გულშემატკივარ გარი ვართანიანთან

- ინტერვიუ "ბარსელონას" გულშემატკივარ გია ჯაფარიძესთან

- "მწვანე კროსვორდი" - ირაკლი კუკანია

"მეტი თავისუფლება" არანაკლებ თვეში ერთხელ გამოვა და მისი შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგეძლებათ

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები