სიახლეები

234 Views
სიახლეები

"გირჩი" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო კამპანიის სკოლაში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საარჩევნო კამპანიის სკოლაში მონაწილეობას "გირჩიც" მიიღებს. ტრენინგებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორი, ჯონ დიპირო გაუძღვება.

საარჩევნო კამპანიის სკოლის ფარგლებში შემდეგი ძირითადი საკითხები იქნება განხილული: 

- საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონმდებლობის მიმოხილვა 

-წინასაარჩევნო კამპანია - აგიტაცია, ადმინისტრაციული რესურსის 
გამოყენება, კამპანიის წარმოების სამართლებრივი საფუძვლები

- პოლიტიკური პარტიის პლათფორმისა და პრიორიტეტების მიხედვით საარჩევნო 
მესიჯებზე მუშაობა  

"გირჩი" და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)  უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ. დღესაც, "IR"I-ის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე პროექტში აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას. "Campaign School 2020" ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომელსაც "IRI" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელბს და რომლის ძირითადი მიზანიცაა, ხელი შეუწყოს "გირჩს" კამპანიის დაგეგმაში და წინა საარჩევნო აქტივობებში.  შეხვედრებს "გირჩის" პლატფორმის აქტიური პოლიტიკოსები და ოფისის თანამშრომლები დაესწრებიან.

                                                                                                                                             -განაცხადა მირიან ბეჟიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კამპანიის შეხვედრები "USAID"-ის და "IRI"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 11-დან 13 ივლისის ჩათვლით, კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება.

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები