ზურაბ ჯაფარიძე: მთავრობას, რომელსაც მეტროს ჭერი თავზე ენგერევა, როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ არიწვეთოვანი ვირუსი ქვეყნიდან გააქრო

"ტელეკომპანია ფორმულას" ეთერში "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ტურიზმის სექტორის მიმართ ისაუბრა. მისი თქმით, მას არ ესმის როგორ შეიძლება იყოს უკეთესი საზღვრების ჩაკეტვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთ მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. ჯაფარიძე ამბობს, რომ სინამდვილეში მოსახლეობას კორონავირუსი კი არა სიღარიბე კლავს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ  სისულელა  "Covid-უსაფრთხო" ქვეყანა ხარ და საზღვრებს არ ხსნი, ამიტომ პოლიტიკოსის აზრით, საზღვრები ყველა ქვეყანასთან უნდა გაიხსნას. მისივე თქმით, ეს ტურიზმს გარკვეულწილად დაქოქავს, მართალია შეიძლება ტურისტების ისეთი რაოდენობა აღრ შემოვიდეს, თუმცა გარკვეული რაოდენობა მაინც ჩამოვა.  

მთავრობას, რომელსაც მეტროს ჭერი თავზე ენგერევა, როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ არიწვეთოვანი ვირუსი ქვეყნიდან გააქრო. არ მჯერა, რომ ვირუსი არის დაკავებული. სისულელეა, რომ ჩვენ ვიცავთ ქვეყანას ვირუსი შემოპარვისგან.

                                                                                                                                                -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

"გირჩის" ლიდერის აზრით, საზღვრების გახსნით არაფერი არ შეიცვლება და მთავრობა უბრალოდ მოსახლეობას აპანიკებს, თითქოს საზღვრების გახსნით ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულ ზრდას დაიწყებს. ყველას კარგად ახსოვს, რომ იგივე მიზეზით აშინებდნენ მოსახლეობას, რომ მანქანაში წინ ჯდომა, ტანსაცმლის მაღაზიები, მოლები და სოფელი ღვანკითი საფრთხეს წარმოადგენდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სიტუაცია ქვეყანაში არ შეცვლილა. 

ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ სინამდვილეში პანდემიის პირობებში დიდი ფული იშოვა. სასტუმროების საკარანტინე სივრცეებად გადაკეთებით, კონკრეტულ სამედიცინო სახარჯ მასალებზე, როგორიცაა პირბადე, სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. "ქართულმა ოცნებამ" ეს წინასწარ გათვალა და  საკუთარი ელექტორატისთვის ფული იშოვა, რომელსაც წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის გამოიყენებს. 

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებულია, რასაც მთავრობის მიერ სეროპრევალენტური კვლევებიც ადასტურებს და ის ჩვეულებრივად ვრცელდება. ასევე ამ ვირუსის გადატანა საბოლოო ჯამში მოუწევს ყველას, რათა მოსახლეობამ პოპულაციური (ეგრედწოდებული ჯოგური) იმუნიტეტი გამოიმუშავოს.

პოლიტიკოსის აზრით, მთავრობამ ადამიანებს თავისუფლება არ  უნდა შეუზღუდოს და ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცევა.  მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ნაცვლად, თავიდანვე უნდა გაცემულიყო რეკომენდაციები ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და ასაკოვანი ადამანებისთვის. სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს ვირუსი ყველაზე საშიში სწორედ ამ ადამიანებისთვისაა. სტატისტიკურად 45 წლამდე პირებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნულს უტოლდება. 

                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აზბიანიძე 



კომენტარები