სიახლეები

იაგო ხვიჩია: ხელისუფლება არავის არ ელაპარაკება, ის მხოლოდ სიტყვით გამოდის

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ტვ პირველის" ეთერში ოპოზიიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას გიორგი რურას შესახებ გამოეხმაურა. განცხადება 19-მა ოპოზიციურმა პარტიამ გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს და შეწყდეს პოლიტიკური მიზნებით მართლმსაჯულების გამოყენება. ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა.

ხვიჩია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არც რურუას გამოშვების და არც პროპორციული არჩევნების კანონპროექტის მიღების სურვილი არ ჰქონია. ისევე, როგორც გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება არ სურდა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ეს მოხდა და ამ ეტაპზე დარჩენილია 8 მარტის შეთანხმების მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელიც პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ეხება. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რა გარემოებებმაც აიძულა ხელისუფლება ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლება დას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება (რომელსაც ჯერ შეპირდა მოსახლეობას შემდეგ კი მის წინააღმდეგ იბრძოდა), სავარაუდოდ იგივე ფაქტორი იმოქმედებს გიორგი რურუას შემთხვევაშიც. 

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ხვიჩიას თქმით,  ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2012 წელთან მიახლოებული საარჩევნო კამპანია იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთში საერთოდ არ ლაპარაკობენ, რაც ხელისუფლების ბრალია, რომელმაც უარი თქვა საუბარზე.  "ზოგადად ის არავის არ ელაპარაკება. ის სიტყვით გამოდის, სიტყვით მოგვმართავენ თალაკვაძე, კობახიძე. პოლიტიკური პროცესი კი არის, როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ თანხმედბიან ან ვერ თანხმდებიან, ჩვენ კი ფასილიტატორები დაგვჭირდა ამისთვის გეგონება სამოქალაქო ომი გვქონდა გავლილი, იმისთვის, რომ ერთმანეთთან გველაპარაკა"-ამბობს პოლიტიკოსი. 

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება საუბრის საშუალების გაჩენას ხელს შეუწყობს, თუმცა მას არ სჯერა, რომ ხელისუფლება საუბარს დაიწყებს იმიტომ, რომ მას დიდი ხანია არჩეული აქვს არა ლაპარაკის არამედ შეურაწყოფის პოლიტიკა, რომელიც იწვევს დაძაბულობას. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, აგრესიული რიტორიკა ორივე მხრიდან ისეთი გულრწფელი ვეღარ იქნება, თუმცა ხელისუფლებამ შესაძლოა ის ხელოვნურად შექმნას.

რაღაც თვალსაზრისით რურუას გამოშვება განმუხტავს სიტუაციას, რადგან ოპოზიციას მოუწევს თქმა, რომ ამა თუ იმ პირობით, მაგრამ 8 მარტის შეთანხმება შესრულდა და ჩვენ არჩევნებს ვხვდებით შეთანხმებული პოლიტპატიმრების გარეშე, შეთნხმებული საკონსტიტუციო ცვლილებებით. მნიშვნელოვანია არჩევნების წესიერად ჩატარება, რისთვისაც აუცილებელია, რომ ოქტომბრამდე მაქსიმალურად ცივილურად მივიდეთ.

                                                                                                                           -განაცხადა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში.  

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე    

კომენტარები