
ზურაბ ჯაფარიძის შეხვედრები აჭარაში გრძელდება
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
ბათუმის შეხვედრა, 25 ივნისს, ერას მოედანზე, გირჩის მხარდამჭერებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
"გირჩის" ლიდერმა იმ მთავარ თემებზე ისაუბრა, რომელიც პარტიის სამოქმედო გეგმა იქნება საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ეს საკითხებია - მართლმსაჯულების რეფორმა, პრივატიზაცია (რესტიტუციის პროექტი) და განათლება.
დღეს, 18:00 საათზე, ჯაფარიძე შეხვედრას ქობულეთში გამართავს, მანამდე კი, 17 :00 საათზე, გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს, დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ.
საუბარია კანონმდებლობით დადგენილ წესზე, რომლის თანახმად, პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულნი არიან ცესკო-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
ზურაბ ჯაფარიძის შეხვედრების მიმდინარე განრიგი ასეთია:
- 26 ივნისი, 18:00- ქობულეთი, 9 მაისის სკვერი, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ
- 28 ივნისი, 11:00- ქედა, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ
- 28 ივნისი, 15:00- შუახევი, შუახევის პოლიციასთან, რუსთაველის ქუჩა
- 28 ივნისი, 18:00- ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #1, მერიის მიმდებარედ
ფოთი
- 29 ივნისი, 18:00- ფოთი, ცენტრალური პარკი, რუსთაველის რკალი
#გირჩი
#მეტითავისუფლება
#გირჩიპარლამენტში
ავტორი: ანა ჩიქოვანი