სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი: პოლიტიკა ზოგადად დიალოგის ადგილია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახო მეგრელიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ეკა მიშველაძესთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ამ თამაშში "გირჩს" საუკეთესო პოზიცია აქვს არჩეული. ცნობილია, რომ "გირჩი" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 51%-ის აღებისთვის არ იბრძვის.

პროპორციული საარჩევნო სისტემა მრავალპარტიული პარლამენტის შესაძლებლობას იძლევა, სადაც ერთმანეთში საუბარი სხვადასხვა საკითხებზე შესათანხმებლად საჭირო იქნება. "გირჩს" სურს, რომ ის რისი შეცვლაც პარტიის წევრების აზრით, სამომავლოდ სწრაფი განვითარებისთვის და მეტი თავისუფლებისთვისაა მნშვნელოვანი წინასწარ (პარლამენტში შესვლამდე)უნდა იყოს შეთანხმებული კოლეგებს შორის.

რაც შეეხება საკითხს თუ ვის თვლის "გირჩი" პარტნიორად ვახო ამბობს, რომ ამას ოპოზიციურ პარტიებთან საუბრის პროცესი აჩვენებს.  "პოლიტიკა ზოგადად დიალოგის ადგილია"- თვლის ის და ამბობს, რომ სურს, ოპოზიცია რაც შეიძლება კარგად მომზადებული მივიდეს შემოდგომამდე და შეხვდეს არჩევნებებს. 

ჩვენ ამ ეტაპზე თითოეულ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად ვაწარმებთ მოლაპარაკებებს და ვცდილობთ მათთან რიგ საკითხებზე კონსესუსის მიღწევას. ყველა პარტია გველაპარაკება "პატრიოტთა ალიანსის" და "ქართული ოცნების" გარდა. 

                                                                   -განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა ეკა მიშველაძის "დღის ამბების" ეთერში. 

ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასამრთლო სისტემის რეფორმა გარკვეული ტიპის შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან უკვე მიღწეულია, რასაც 17 მარტს გაფორმებული მემურანდუმი მოჰყვა. მემორანდუმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

ჟურნალისტის კითხვაზე უნდა დაისაჯოს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები, ვინც ოპოზიციის აზრით დანაშაულს ჩადიან, კონკრეტულად მაგალითად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ვახომ უპასუხა, რომ დღევანდელ სასამართლოს მორალურად არ შეიძლება განვახილინოთ პოლიტიკური საქმეები. ხოლო, თუ ოპოზიციის შეთანხმება სასამართლოს შესახებ შესრულდა, ახალ სასამართლოს ექნება ნებისმიერი საქმის მ.შ. პოლიტიკოსების გასამართლების უფლება. 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები