ვახო მეგრელიშვილი: ყველამ იცის, რომ მომავალი დეპუტატების შარდის სიწმინდის ანალიზს არანაირი შინაარსი არ აქვს

"ტვ პირველის" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი პარტიის საკონსტიტუციო სარჩელს დეპუტატობის კანდიდატების  შარდის კვლევას გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რომ ამდენი მოწვევის პარლამენტში ამ ნორმის გამო თავი შეურაწყოფილად არცერთმა დეპუტატმა არ იგრძნო. 

ყველამ იცის, რომ ამ ანალიზს არანაირი შინაარსი არ აქვს არცერთი დეპუტატისთვის არცერთი მოწვევის პარლამენტში, იმიტომ რომ რამდენ დეპუტატსაც გინდათ იმდენს იპოვით, ვინც იცის რომ პარლამენტში ყოფნის დროს ისინი სხვადასხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდნენ. 

                                                                                      -განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა ეკა მიშველაძის "დღის ამბებში".

ჟურნალისტის კითხვაზე დაესახელებინა კონკრეტული მაგალითები, ვახომ "გირჩის" წინა მოწვევის პარლამენტის წევრები გიორგი ხაჩიძე და ზურაბ ჯაფარიძე დაასახელა, რომელმაც როგორც მოსარჩელემ, საკონსტიტუციო სარჩელი პარლამენტს მოუგო და ქვეყანაში კანაფის მოხმარების ლეგალიზაცია მოხდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან "ცესკო"-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. 

                                                                                                                                                                           ავტორი: პოლინა აბზიანძე



კომენტარები