სიახლეები

იაგო ხვიჩია: ყველა მოწვევის პარლამენტარებს ერთი რამ აერთიანებთ - შარდის სიწმინდე

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიაცენტრ "მთავარში" საპარლამენტო მანდატების მოპოვების მსურველთა ნარკოტესტირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ "ყველა მოწვევის პარლამენტარებს ერთი რამ აერთიანებთ - შარდის სიწმინდე".

ცნობილია, რომ ყველა იმ პირმა, ვისაც პარლამენტში მოხვედრა სურს, ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს და იმ შემთხვევაშიც, თუ შარდის ანალიზი, მარიხუანას (რომლის მოხმარებაც ლეგალურია) მოხმარებას დაადუსტერბს "ცესკო" მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემს. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როდესაც ქვეყნის პრემიერ - მინისტრს და პრეზიდენტს სკოლის ატესტატიც კი არ მოეთხოვება, მაგრამ პარლამენტის წევრების შარდი აუცილებლად წმინდა უნდა იყოს.

2016 წლის არჩევნებზე დაახლოებით 175 ლიტრი შარდი ჩაბარდა და ამ კვლევაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს მხოლოდ "გირჩს" უწევს ხუთი ლიტრი შარდის ჩაბარება, რაზეც დაახლოებით 20-30 ათასი ლარი დაიხარჯება.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს წესი სრული აბსურდია და ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების აღმოჩენასთან ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ტესტს ჩააბარებს ნებისმიერი ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამა, თუ იმ ნივთიერებას არ მოიხმარს. მისი აზრით, პარლამენტში ფსიქიურად არაჯანმრთელი ადამიანები არ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ პირი ლეგალურ ნივთიერებას მოიხმარს დევნის ობიექტი არ უნდა ხდებოდეს.  

 მიმაჩნია, რომ მსგავსი დამოკიდებულებით ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებთ. კონცერტი გვაქვს მოწყობილი ხალხის თვალში, თითქოს შარდი თუ წმინდა გვაქვს უკეთესი ადამიანები ვართ და გულიც და სულიც წმინდა გვექნება. 

                                                                                                                    -განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა. 

შეგახენებთ, რომ 2018 წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა და ამით მარიხუანის მოხმარება საქართველოში ლეგალური გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იხილეთ ამ ლინკზე.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები