240 Views
Girchi TV სიახლეები

აქვს თუ არა მულტისავალუტო სისტემას უარყოფითი მხარე ?

აქვს თუ არა მულტისავალუტო სისტემას უარყოფითი მხარე და როგორ მუშაობს ოქროს სტანდარტი? "zoomიერი ჯაფარას" მაყურებლის მიერ დასმული კითხვაა, რომელზეც ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ მულტისავალუტო სისტემას უარყოფითი მხარეები არ აქვს და მისთვის გაუგებარია როგორ შეიძლება არჩევანის თავისუფლების არსებობა ვინმესთვის ცუდი იყოს.

მულტისავალუტო სისტემის მთელი აზრი არის ის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება გამოიყენეონ ის ფული, რაც მათ სურთ. ეს თავისუფლება შეუძლებელია რაიმე ცუდის მომტანი იყოს. ყველა ამის საწინაააღმდეგო არგუმენტი სინამდვილეში ტერმინებს ამოფარებული ბოდვაა. 

                                                                                                                                                            -მიიჩნევს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, ფულს კონკრეტული ფუნქციები აქვს: ღირებულების შენახვა, გაცვლა და ფასის განსაზღვრაა, ამ ფუნქციებს კი ლარი ვერ ასრულებს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში მსხვილი რაღაცეები ჯერ კიდევ დოლარში იყიდება. "გირჩის" ლიდერის აზრით, კანონი რომ არ გვავალდებულდბდეს პროდუქტების ლარში გაყიდვას, ის მოხმარებიდან დიდი ხნის წინ გაქრებოდა. 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ სინამდვილეში მულტისავალუტო სისტემა მხოლოდ მთავრობას არ აწყობს, რადგან მათ სურთ ჰქონდეთ ერთი ვალუტა, რომელსაც სრულად განკარგავენ და მონეტარულ პოლიტიკას, როგორც აწყობთ ისე აწარმოებენ. 

 სინამდვილეში იმათთვის არის ცუდი და გვატყუებენ რომ პირიქითაა ჩვეულებრივი ადამიანისთვის როგორც არის კარგი არჩევანის თავისუფლება პომიდორი იყიდოს თუ ვაშლი. ასევ ეარის კარგი რომ ჰქონდეს ვალუტის არჩევის თავისუფლება. 

                                                                                                                                                             -ამბობს პოლიტიკოსი. 

საქართველო მულტისავალუტო რეჟიმზე, რომ გადავიდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დოლარზე და ევროზე გადავა, რადგან მათი ცენტრალური ბანკების ნდობის კოეფიციენტი უფრო მაღალია და ისინი უფრო დიდი პასუხისმგებლობით ექცევიან თავიანთ მონეტარულ პოლიტიკას. სინამდვილეში კი ინფლირება ყველგან ხდება და საბოლო ჯამში არცერთი სტანდარტი მყარი და სანდო არ არის . ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ფულის რემისიაზე (ანუ მის ბეჭდვაზე მონოპოლია) არ ექნება და კერძო პირებს ან ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი ფული გამოუშვან სისტემა კიდევ უფრო შეიცვლება.

რაც შეეხება ოქროს სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ ფული ოქროთი ან რომელიმე ძვირფასი მეტალით იქნება გამყარებული, შესაბამისად ფულის უკან დგას რეალური ღირებულება. თუ ეს სტანდარტი არსებობს ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს ბანკში, მიიტანოს ფული და მიიღოს მისი შესაბამისი ღირებულების ძვირფასი მეტალები.

ჯაფარიძე მომხრეა ოქროს სტანდარტის, რადგან მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიამ აჩვენა, რომ ოქროს აქვს ყველაზე კარგი თვისებები, მისი როგორც ფულის გამოყენების. 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები