სიახლეები

არის თუ არა საფრთხის შემცველი ტყეების მასშტაბური პრივატიზაცია ?

ტყეების მასშტაბური პრივატიზაციის შემდეგ არსებობს თუ არა საფრთხე, რომ აქტივის უდიდესი ნაწილი ოლიგარქების ხელში აღმოჩნდება? ეს კითხვა "გირჩის" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს "zoomიერი ჯაფარას" ეთერში დაუსვეს. 

"გირჩის" ლიდერმა  ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებული ირმა ინაშვილის განაცხადება გაიხსენა, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა თქვა, რომ საქართველოში იმდენად იაფი ღირს მიწა, რომ ბრუნეის სულთანი თუ ჩამოვა მას შესაძლებლობა ექნება მთელი საქართველოს მიწები იყიდოს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია და ასე არ ხდება.  მისივე თქმით, ამის საფრთხე არ არსებობს, რადგან როდესაც ბრუნეის სულთანი ან ბიძინა ივანიშვილი დაიწყებენ მიწების შესყიდვას, ყოველი შემდეგი მიწა ეღირება უფრო ძვირი, ვიდრე წინა შესყიდვის დროს იყო.

რის შემდეგაც კერძო მესაკუთრეები მიწას აღარ გაყიდიან და მას, როგორც აქტვის შეინახავენ, რომელსაც შემდგომში ან ბიზნესად გარდაქმნიან ან შვილებს გადასცემენ.  პოლიტიკოსი თვლის, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი სწორედ ასე მოიქცევა.

ვიღაცა მოადგა და ყველაფერი იყიდა, ფასი იგივე დარჩა ამიტომ დღეს რა ფასიც არის იმ ფასში შეგიძლია მთელი საქართველო იყიდო,. ეგ არის ზღაპარი. ვერც ერთი ოლიგარქი ვერ იყიდის ვერც ტყეებს, ვერც მიწებს და ვერც ვერაფერს იმიტომ, რომ ფასი გაიზრდება, როგორც კი ვიღაც მასიურად დაიწყებს მიწების ყიდვას. 

                                                                                                              -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები