სიახლეები

სად და როდის შეგიძლიათ შეხვდეთ ზურაბ ჯაფარიძეს ?

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა "zoomიერი ჯაფარას" ეთერში 19 ივნისიდან, რეგიონებში დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც წესი მსგავსი შეხვედრები პარტიის კოორდინატორების მიერ იგეგმება, სადაც თავმოყრილია პარტიის აქტივი. 

"გირჩს" მსგავსი რამ არასოდეს გაუკეთებია და ამ შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც "გირჩს" გულშემატკივრობს, უბრალოდ რომელიმე საკითხზე პოლიტიკოსის პოზიცია აინტერესებს, ან თუნდაც პარტიის გაკრიტიკება სურს. 

იქედან გამომდინარე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არარეალური პროცენტული სხვაობა იყო, თბილისსა და რეგიონებს შორის და არსებობს ეჭვი, რომ დამკვირვებლების არ ყოლის გამო ამომრჩევლის ხმები უბრალოდ მოიპარეს, ამ შეხვედრებზე კი გამოჩნდება რეალურად რამდენ ადამიანს აინტერესებს "გირჩი" რეგიონებში.

ასევე კარგი იქნება, თუ პარტიას რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ეყოლება საპარლამენტო არჩევნებზე, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ ამომრჩეველთა ხმები დაცული იქნება. 

შეხვედრებზე მსურველებისთვის პატარა ბუკლეტები იქნება, სადაც მოკლედ იქნება ახსნილი რისი შეცვლაც სურს "გირჩს" ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ამ შეხვედრებზე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა განანსხვავებს "გირჩს" სხვა პარტიებისგან და რატომ უნდა აგვირჩიოს ამომრჩეველმა.ვეცდები ადამიანებს ავუხსნა, რომ ჩვენზე საინტერესო და პრინციპული ხალხი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არის. 

                                                                                                            -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩი ტივის" ეთერში.

გთავაზობთ შეხვედრების განრიგს:

გურია

22 ივნისი, 12:00- ოზურგეთი, სამკუთხა სკვერი, ი. ჭავჭავაძის #1

23 ივნისი, 12:00- ჩოხატაური, ნოდარ დუმბაძის სკვერი, ნოდარ დუმბაძის ქუჩა

24 ივნისი, 12:00- ლანჩხუთი, ცენტრალური პარკი, ჟორდანიას ქუჩა

აჭარა

25 ივნისი, 11:00- ხელვაჩაური, დიდაჭარი ქუჩა #23, მერიის პირდაპირ

25 ივნისი, 18:00- ბათუმი, ერას მოედანი, ნ. დუმბაძის ქუჩის მიმდებარედ

26 ივნისი, 18:00- ქობულეთი, 9 მაისის სკვერი, მეგობრობის ქუჩის მიმდებარედ

28 ივნისი, 11:00- ქედა, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ

28 ივნისი, 15:00- შუახევი, შუახევის პოლიციასთან, რუსთაველის ქუჩა

28 ივნისი, 18:00- ხულო, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #1, მერიის მიმდებარედ

ფოთი 

29 ივნისი, 18:00- ფოთი, ცენტრალური პარკი, რუსთაველის რკალი

გელოდებით !

                                                                                                                                                                 ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები